"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

მასწავლებელი მკვლევარი








პრაქტიკის კვლევს პროექტი




შეხვედრაზე განვიხილეთ, პრაქტიკის კვლევის ჩატარების ეტაპები :
1.
საკვლევი საკითხის შერჩევა. ორი ვარიანტი იყო განხილული: (1) ისტ ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობის გაზრდა  სწავლა-სწავლების პროცესში
2) განმავითარებელი შეფასების ხარისხის გაზრდა და ოპტიმალურად გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს შეგვიძლია შემდგომში დავაკონკრეტოთ (მაგალითად, რომელ საფეხურზე), ცოტა მოდიფიცირება გავუკეთოთ ან შევცვალოთ ახალი თემით.
სამოქმედო კვლევასახელმძვანელო მკვლევარ პედაგოგთათვის
2. არსებული მდგომარეობის შესწავლა: აქ ორი ამოცანაა (1) გავზომოთ არსებული მდგომარეობა. მაგალითად, თუ ლაპარაკია განმავითარებელ შეფასებაზე, უნდა გავიგოთ, როგორ და რამდენად ხშირად აწარმოებენ მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას, რა მოსწონთ მოსწავლეებს და რა -არა და ... სასურველია, ამ გაზომვამდე წინასწარ სიღრმისეულად შევისწავლოთ, როგორია ეფექტური განმავითარებელი შეფასება. (2) გავიგოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი. რა გვიშლის ხელს, მაგალითად, განმავითარებელი შეფასების ეფექტურად წარმოებაში. აქ მასწავლებლებმა უნდა იმსჯელოთ, ჩამოაყალიბოთ ვარაუდები და შემდეგ გადაამოწმოთ ეს ვარაუდები. 
ცვლილების (ინტერვენციის) შემუშავება. აქ უნდა მოვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, რა უდნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ თანამედრო საინფორმაციო ტექნოლოგიები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში. ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ, სხვა ქვეყნებში დიდი ხანია მუშაობენ და ზოგ საკითხზე დიდი, ზოგზე - ცოტა გამოცდილება მაინც დაგროვდა. სასურველია, რომ ჩვენ გავეცნოთ ამ გამოცდილებას და გავითვალისწინოთ, როცა ჩვენს "რეცეპტს" მოვიფიქრებთ. მოკლედ, ამ ნაწილში უნდა მოვიფიქროთ, რას გავაკეთებთ, რა იქნება ჩვენი ინტერვენცია, რას შევცვლით.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპს დავუთმოთ ყველაზე მეტი დრო, რომ შედეგის დანახვა შესაძლებელი გახდეს. ანუ, თუ პაციენტს დავუდგინეთ ავიტამინოზი და დავუნიშნეთ წამალი, ორ დღეში შედეგის გაზომვა არ გამოვა. "მკურნალობა" უნდა იყოს იმდენად ხანგრლივი, რომ გაუმჯობესება სახეზე იყოს.

4. შედეგის გაზომვა. ზუსტად ისე, როგორც გავზომეთ საწყისი მდგომარეობა, უნდა გავზომოთ საბოლოო მდგომარეობა, რომ გავიგოთ, რამდენად შეიცვალა, რა არის ჩვენი ინტერვენციის შედეგი. ეს შეიძლება გავიგოთ მოსწავლეების ჩართულობით, მოსწავლეების სწავლის შედეგით, მოსწავლეების დამოკიდებულებით და ..






http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ertsulovneba&seekTime=11-03-2015+14%3A12




















Комментариев нет:

Отправить комментарий