იოანე ზოსიმე
"დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳიან!
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,
და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,
და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.
და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და - ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ."
ბოლნისის წარწერები
ქართული ხელნაწერი წიგნი V-XIX
ელექტრონული ალბომი
qarTulixelnaweri wigni
ქართული ენის საიდუმლოებები
http://legion.ge/index.php?/topic/1489-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
14 აპრილს დედაენის
დღე აღინიშნება
დედაენის დღის დაწესების მიზეზი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გახდა - საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ლადო ასათიანი - "ქართული ენა"
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღებადა
ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
"ენა ქართული"-მუხრან მაჭავარიანი
ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!
გიორგი ლეონიძე - "დედა ენა"
წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!
დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი
მგალობელი ფრინველი.
იავნანის ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.
ტკბილად რომ გაგვიხარა
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი –
შავი კაბით გაზრდილებს,
გახუნებულ ლეჩაქით.
ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.
Комментариев нет:
Отправить комментарий