კონფერენციის ანგარიში
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის - „სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის
განვითარება“
ჩამტარებელი ორგანიზაცია- ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა
XXI
საუკუნე.
ჩატარების ადგილი- თბილისი, სასტუმრო: „Holiday inn”
ჩატარების დრო- 16 მაისი. 2015
წელი.
კონფერენციის მიზანი:
ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილ ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას შორის ერთ-ერთი სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციაა. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების
ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი
მოთხოვნების გათვალისწინებით სკოლაში სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის განვითარების ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების
გაცნობა, გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები:
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციას ვესწრებოდი მსმენელის
სტატუსით.
საკონფერენციო დარბაზში გამოფენილი იყო სტენდური პრეზენტაციები.
10.00 საათზე დაიწყო ზეპირი პრეზენტაციები:
მომხსენებელი გიორგი გახელაძე. ექსპერტ -
კონსულტანტი.
10:15 მომხსენებელი ნინო ბესელია. სამოქალაქო
განათლების კონსულტანტი.
10:30 მომხსენებელი თამარ ქარაია.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი
დირექტორი.
10:45 მომხსენებელი მალხაზ მაყაშვილი. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასოცირებული პროფესორი.
11:00 მომხსენებელი მაია ბლიაძე. გეოგრაფიის
დოქტორი. განათლების ექსპერტი.
11:15 მომხსენებელი მარიამ ქუთათელაძე. სკოლა XXI
საუკუნეს დირექტორი.
11:30-12:00 შესვენება
12:00 მომხსენებელი გურანდა ჭელიძე და
ქეთევან ნაჭყებია. ევროპული სკოლა.
12:15 მომხსენებელი თამარ ყულიაშვილი.
გორი ახალდაბის საჯარო სკოლა.
12:30 მომხსენებელი სოფიო
ხვადაგიანი. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა.
12:45 მომხსენებელი ნანა გარჯიკაული. თელავის #1
საჯარო სკოლა.
13:00 მომხსენებელი ქეთევან ძაგნიძე. ვანის
მე-2 საჯარო სკოლა.
13:15მომხსენებელი ნინო დოლიშვილი. მუხრანის #1 საჯარო
სკოლა.
2016 წლის 23-24 აპრილს გივი ზალდასტანიშვილის
სახელობის
ამერიკულ
აკადემიაში
ჩატარდა მასწავლებელთა მესამე რეგიონარული კონფერენცია.
კონფერენციის მხარდამჭერი - აშშ-ს
საელჩო საქართველოში.
კონფერენციიც მიზანი
იყო მასწავლებლებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას ერთმანეთს
გაუზიარონ საკუთარი
გამოცდილება და იდეები.
შევისწავლეთ ახალი და
დავხვეწეთ ძველი
მეთოდები სწავლა სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, რათა ჩვენი მოსწქვლეები იყვნენ
უფრო წარმატებულნი და მარტივად შეძლონ ადაპტირება გარე სამყაროსთან.
კონფერენციას ესწრებოდა
100 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ძირითადი მომხსენებლები იყვნენ პროფესორი
Dr. Halil Guven ვიცე-დეკანი,
San Diego სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო; Jenner Edelman, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი;
ნინო ჩინჩალაძე
ხელმძღვანელი-საერთაშორისო განათლების ცენტრი; პროფესორი bil
Tong ,პროფესორი ლევან
გიგინეიშვილი.
კონფერენციაზე გატარბული ორი დღე იყო მეტად ნაყოფიერი,ეს
იყო კიდევ ერთი ნაბიჯი მასწავლებლების საერთო კავშირის განსამტკიცებლად.
კონფერენცია – Office Mix-ში შექმნილი სასწავლო რესურსები (24.06.2016წელი)
კონფერენციის მიზანი:
ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.
კონფერენციის ამოცანები:
მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.
კონფერენციისთვის შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის, შევქმენი (ინდივიდუალურად) სკოლაში განხორციელებული გაკვეთილის Office Mix-ში მომზადებული პრეზენტაცია, ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
პროექტის პარტნიორები:
§ მაიქროსოფთ საქართველო
§ ინტელი
§ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
§ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა V საუნივერსიტეტო კონფერენცია
- 2016 წლის 1 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა მასწავლებელთა V საუნივერსიტეტო კონფერენცია "უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს" შეფასების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში -პრაქტიკიდან თეორიამდე, წარვადგინე მოხსენება ,"მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში"
კონფერენცის მიზანია:
უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების
განვითარება და გაღრმავება;
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში,
პედაგოგიკის მეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის განვითარება;
განათლების უახლესი მიმართულებებისა და გამოწვევების ერთობლივი
განხილვა საშუალო და უმაღლესი სკოლის აკადემიური პერსონალის მიერ;
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში არსებული სირთულეებისა და
პრობლემების ანალიზი;
პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა
პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო
ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავებას.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:
I მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში :
მოსწავლეთა შეფასების მნიშვნელობა
მოსწავლეთა შეფასების პრინციპები (ობიექტურობის, ინდივიდუალურობის,
დიფერენცირებულობის, ერთიანი მომთხოვნელობის და სისტემატურობის
პრინციპი, სანდოობა, ვალიდურობა და პრაქტიკულობა) ;
მოსწავლეთა შეფასების მეთოდები (მიმდინარე დაკვირვება, ზეპირი
გამოკითხვა, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი წერითი სამუშაო,
პრეზენტაცია, პროექტი, გამოცდა და სხვ.) ;
მოსწავლეთა შეფასები სახეები (მიმდინარე შეფასება, სემესტრული შეფასება,
წლიური შეფასება) ;
მოსწავლეთა შეფასების ტიპები - განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასება ;
მოსწავლეთა შეფასების სხვა აქტუალური საკითხები (შეფასების რუბრიკები,
კრიტერიუმები, განმსაზღვრელი შეფასება და მისი შესაბამისობა ე.ს.გ.-ს
დესკრიპტორებთან და სხვ.)
II ურთიერთშეფასება:
მასწავლებელთა მიერ კოლეგების შეფასება;
მოსწავლეთა მიერ თანაკლასელების შეფასება;
მოსწავლეთა მიერ მასწავლებლის შეფასება.
III თვითშეფასება :
მასწავლებლის თვითშეფასება;
მოსწავლის თვითშეფასება.
IV სასწავლო პროცესის შეფასება.
2017 წლის 11 თებერვალს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,დემოკრატიული სკოლა და მედიაწიგნიერება 2017". კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, განათლების სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. (იხილეთ დღის წესრიგი)
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვიდეო-ფილმის ,,მასწავლებლის პოლიტიკა საქართველოში“ პრეზენტაცია და დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.
კონფერენციის ფარგლებში, მოწვეულმა პედაგოგებმა ჩაატარეს მათ მიერ მომზადებული მასალების პრეზენტაცია კრიტიკულ მედიაწიგნიერებაში (რესურსები იხილეთ ბმულზე), რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერტიფიკატები.ჩემ მიერ წარდგენილი იყო პრეზენტაცია "იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!"
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - კონფერენციაში მონაწილე, კონკურსში "უკეთესი განათლება საქართველოს ყველა ბავშვს" გამარჯვებული 11 მოსწავლის დაჯილდოება (საჩხერე, ქუთაისი, რუსთავი, გორი და თელავი), რომელთაც საჩუქრად გადაეცათ დაბეჭდილი პოსტერები, წიგნები და დიპლომები. კონკურსი გამოცხადებული იყო ,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ (CNC) ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში. პოსტერების სანახავად, დააჭრეთ აქ.
კონფერენციის მიწურულს, ჩატარდა დისკუსიები თემებზე:
-სტანდარტები და პროფესიული თავისუფლება (მოდერატორი თამარ მოსიაშვილი)
-როგორი უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა (მოდერატორი გიორგი გახელაძე)
გაზაფხულის კონფერენცია – 6-7 მაისი , 2017 წელი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
The Guivy Zaldastanishvili Americ ademy inTbilisi -გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში -- SAN DIEGO STATE UNIVERSITY - სან–დიეგოს უნივერსიტეტი თბილიში --- კონფერენციაზე წარდგენილი და გამარჯვებული მოხსენება ;
" მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება საჯარო სკოლაში"
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კომპანია მაიქროსოფთ საქართველოს ორგანიზებით 2017 წლის 30 მაისს, 14:00 საათზე ცენტრში ჩატარდა კონფერენცია „საკლასო პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები - Skype გაკვეთილები“.
მასწავლებელ ექსპერტებმა წარვადგინეთ მოხსენებები განხორციელებული Skype გაკვეთილების შესახებ.ჩემ მიერ იყო წარდგენილი მოხსენება "სულხან–საბა ორბელიანის "იხვი და მყვარი". ონლაინ გაკვეთილი განვახორციელეთ ინის საჯარო სკოლისა ხელოვნების მასწავლებელმა თეონა ჯაფარიძემ (მე–5კლასის მოსწავლეებთან ერთად) და მ,ჯავახიშვილის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მანანა ბაქრაძემ (მე–5კლასის მოსწავლეებთან ერთად) .
Комментариев нет:
Отправить комментарий