"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

კონფერენცია "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ"



ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში ჩატარდა  კონფერენციამასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ. 

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ია თიკანაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონფერენციის მიზანი იყო  მასწავლებლებმა მიღო ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გასცნობოდნენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში. 
კონფერენცია ორდღიანი იყო  ( 9-10 მაისი,2016 წელი)
კონფერენციის პირველი დღე ( 9 მაისი)
08.30 სთ:  მასწავლებელთა რეგისტრაცია.
09.30სთ: კონფერენციიც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ია თიკანაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა,საქართველოში ევროკაშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა

10.20 სთ: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კონფერენციის მოდერატორმა წარადგინა გამარჯვებული პროექტების ავტორები.შესაბამისად მათ წარმოადგინეს პროექტები,ყველა მათგანი  საინტერესო იყო,მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად მომეწონა სერვანტესის სახელობის გიმნაზიის აია-ჯესს გეოგრაფიის მასწავლებლის,მარინა ხარიტონაშვილის  პროექტი: "საქართველო და ევროკავშირი ბუნების სადარაჯოზე"




11.30სთ-16.30სთ: განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. მომხენებლები:
1. საქართველოს სტრატეგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ( GFSID )ევროპული ცენტრის დირექტორი  კახა გოგოლაშვილი  -  „ევროკავშირის ისტორია,საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობები,სამომავლო პერსპექტივები“
2.სტრუქტურული კვლევების რეგიონული ცენტრის  დირექტორი,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის  (CDD )    თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი  - “საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი“
3.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე  - „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“
4 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  თორნიკე ფარულავა   -  „ნატო და ნატო-საქართველოს ურთიერთობები“
საინტერესოდ წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი თითოეულ მომხსენებელთან.მომხსენებლებმა ამომწურავად გასცეს პასუხი ყველა კითხვას.
16.45სთ-18.30 : განვიხილეთ თემა:  „ადამიანის უფლებები და განათლება ევროკავშირში“
მომხსენებლები:
1.      ანა ნაცვლიშვილი  -  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე . თემა:  „ადამიანის უფლებები ევროკავშირში“
2.      მანანა რატიანი -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.  თემა:“განათლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“
ვერ ვიტყვი,რომ რომელიმე თემა უინტერესი ან ნაკლებად საინტერესი იყო,მაგრამ საგანგებოდ მინდა გამოვყო ქალბატონების, ანა ნაცვლიშვილისა და მანანა რატიანის მოხსენებები. კიდე უფრო საინტერესო იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.
კონფერენციის პირველი დღე ნაყოფიერი,ბევრის მომცემი და საინტერესო იყო.
კონფერენციის მეორე დღე ( 101 მაისი)
კონფერენციის მეორე დღეც მოხსენებებით დაიწყო განვიხილეთ  თემა „რელიგიური ორგანიზების მდგომარეობა და ეკოლოგია ევროკავშირში“.
მომხსენებლები:
1.მანანა ქოჩლაძე -ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“ თავმჯდომარე - თემა: „ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ევროკავშირში“
2. გიორგი ფარეშიშვილი -  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე - თემა: „რელიგიური ორგანიზაციების მდგომარეობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“.
კითხვა-პასუხის რეჟიმი საინტერესო იყო,განსაკუთრებით გამოვარჩევდი ქალბატონ მანანა ქოჩლაძეს,რომლის პასუხები აბსოლუტურად გულწრფელი და ამომწურავი იყო.
11.00-15.00 –  სამუშაო სესია პედაგოგებთან (Workshop)
წინასწარ,რეგისტრაციის დროს, დაგვყვეს 4 ჯგუფად  ( A,B.C,.D ),თითოეული ჯგუი შედგებოდა 25 მონაწილისგან.
ჯგუფები განგვათავსეს 4 სხვადასხვა სამუშაო ოთახში. ინსტრუქტორები: ამირან ჯამაგიძე. ლევან ახვლედიანი, გიორგი გახელაძე, ლევან ნავროზაშვილი.
მოვხვდი A ჯგუფში, ინსტუქტორი -  გიორგი გახელაძე.ბატონმა გიორგიმ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი დაგვყო სამ ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს დასამუშავებლად  მოგვეცა თემები, საკითხის დამუშავების შემდეგ გვევალებოდა პრეზენტაციის წარდგენა.ჩემს ჯგუფს უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია თემაზე   დაიცავი პირადი უსაფრთხოება!
განვსაზღვრეთ პროექტის  თემა:„ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია...
       პროექტის ვადები:
       ოქტომბერი - მაისი (1 ივნისი - შემაჯამებელი ღონისძიება);
       სამიზნე ჯგუფი:
       IX-X კლასის მოსწავლეები

პროექტის მიზანი:
  1. უფლების არსის გაცნობა-გაცნობიერება;
  2. უფლების დაცვის მექანიზმების ქართული და ევროპული ინსტრუმენტების შედარება/გააზრება/ანალიზი;
  3. ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა სასკოლო სივრცეში;
  4. ევროპული ღირებულებების გაცნობა და შესაბამისი სამართლებრივი კულტურის დამკვიდრება მოზარდებში.
პროექტის ამოცანები:
Ø  ინფორმაციის მიწოდება არსებული განმარტებების შესახებ;
Ø  ინფორმაციის მიწოდება/დისკუსია ამ უფლებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე (რა სიტუაციები შეხვედრიათ/გაუგიათ ბავშვებს საკუთარი და გარშემომყოფთა ცხოვრებიდან);
Ø  უფლების დარღვევის გააზრება;
Ø  მოკვლევა-ინფორმაციის მიწოდება იმ დოკუმენტებისა და სტრუქტურების შესახებ, რომლებიც არეგულირებენ/მუშაობენ ამ უფლებაზე;
Ø  ცოდნის გაღრმავება ევროპაში არსებული პრაქტიკის შესახებ და სიმულაცია.
პროექტის განხორციელების გზები/აქტივობები:
ü  ქართული და ევროპული კანონმდებლობის გაცნობა: პრეზენტაცია;
ü  კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები - მექანიზმებზე);
ü  Bullying-ზე გამოკითხვები-კითხვარები;
ü  საჯარო ლექციები-მოწვეული სტუმრები;
ü  შეხვედრები სფეროში მოღვაწე სტრუქტურებთან (ომბუდსმენი, პარლამენტის კომიტეტი);
       E-twinning ევროპელ მოსწავლეებთან;
       ფოტო-ესსეების კონკურსები.
       თემატური ექსკურსიები (მაგალითად სასამართლოში);
       სიმულაციები (შემაჯამებელი): იმიტირებული პროცესები/დებატების ტურნირი;
       მინი კოდექსი/რეკომენდაციები - დაიცავი შენი უფლება სკოლაში;
       ბლოგის შექმნა/მულტიმედიური რესურსები.
       საჭირო რესურსები:
       სახელმძღვანელოები, ესგ, ქართული და ევროპული საკანონმდებლო აქტები, ინტერნეტი და კომპიუტერები, ფოტო-ვიდეო კამერები, პროექტორი, საკომუნიკაციო რესურსი (კავშირი პარტნიორ ორგანიზაციებთან), ფლაერები (სპონსორებთან);
Workshop-ის დასრულების შემდეგ ჩვენი ჯგუფების მიერ გაკეთებული პრეზენტაციებიდა ან ერთ-ერთი უნდა შეგვერჩი ან შეგვეჯერებინა სამივე  და წარგვედგინა კონფერენციის მონაწილეთათვის,გადავწყვიტეთ სამივე ჯგუფის ნამუშევარი შეგვეჯერებინა,ჩამოვყალიბებულიყავით საბოლოო ვერსიაზე და ასე წარვსდექით მასწავლებლების წინაშე.
კონფერენციის წინაშე წარსდგა 4 პრეზენტატორი,რომელთაც ევალებოდათ თავიანთი             (A,B.C,.D )ჯგუფის პრეზენტაციის წარდგენა.მინდა აღვნიშნო,რომ ყველა პრეზენტაცია საინტერესო იყო,საოცარი ხედვა დავინახე სხვა მასწავლებლების,რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს მუშაობაში.
კონფერენციის დასასრულს  სერტიფიკატები გადმოგვცეს:
ნინო მაღრაძე-ჯანჯღავამ  -საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პროექტის „მასწავლებელი -  მეგზური ევროპისაკენ“ კოორდინატორი,
მარინა ჯაფარიძემ -საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პროექტის „მასწავლებელი -  მეგზური ევროპისაკენ“ კოორდინატორი,
. გიორგი ფარეშიშვილმა -  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე








1 комментарий:

  1. ეს პროექტი სულ მაინტერესებდა და ვერასდროს ვერ გავაკეთე, თანაც მგონი დასრულდა. არა?
    შენ რა ყოჩაღი ხარ. შესაშური პირდაპირ.

    ОтветитьУдалить