"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

სამოდელო გაკვეთილი-“ოფიციალურ – საქმიანი სტილი”


21 მარტი დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღეა!

პროექტ-გაკვეთილი -

„ჩვენ მეტი გვინდა ვიცოდეთ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებზე.“





























2011 წელს 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
დაუნის სინდრომის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდა იქცა. ამ ტრადიციის დამკვიდრების მიზანი დაუნის სინდრომით დაავადებულთა მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვა გახლავთ.
დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღნიშნეს სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლაშიც.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მანანა ბაქრაძემ მე-10გ კლასში ჩაატარა შემეცნებითი პროექტ-გაკვეთილი - „ჩვენ მეტი გვინდა ვიცოდეთ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებზე.“
მასწავლებლის საუბარი ილუსტრირებული იყო მრავალი საინტერესო ვიდეომასალით. მანანა ბაქრაძემ აუდიტორიას გააცნო საგანგებოდ ამ გაკვეთილისათვის შექმნილი შემეცნებითი სასწავლო რესურსი.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო გაკვეთილის მეორე ნაწილში შესრულებული შემოქმედებითი სამუშაო: თითოეულმა მოსწავლემ დაწერა მცირე ესე: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.“
მოსწავლეებმა განიხილეს ერთმანეთის ნაშრომები წინასწარ შედგენილი ურთიერთშეფასების რუბრიკით. თანაკლასელთა ნაშრომების განხილვისას გაიმართა საინტერესო დისკუსია.
გაკვეთილის დასასრულს მეათეკლასელებმა დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს უსურვეს მშვიდობა, ბედნიერი ბავშვობა, მრავალი ერთგული და გულისხმიერი თანატოლი.





Комментариев нет:

Отправить комментарий