ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება
ჩატარების თარიღი
|
20.03.2015
|
კლასი
|
მე-10
|
ინტეგრირებული საგნები
|
ქართული ენა და ლიტერატურა
გეოგრაფია
|
მასწავლებლები
|
მანანა ბაქრაძე
ხათუნა ჯიოშვილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
0
|
სტანდარტთან შესაბამისობა /ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რა შედეგზე,ინდიკატორებზე
გადის გაკვეთილი
|
ქართ.X. 1. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ.X. 4. მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების
გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა
მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
გეო.X.3. მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების
კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.
გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს
ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების
მიზეზებზე.
გეო.X.6. მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების
განვითარებაზე.
|
გაკვეთილის მიზანი
|
ქართულ ენასა
და ლიტერატურა- ინფორმაციის მოძიების, მისი წარდგენის, დიალოგის,
მსჯელობის, შედარების, ანალიზის უნარ-ჩვევების
განვითარება.
გეოგრაფია - მევენახეობის ტრადიციების შერწყმა ,ქვეყნის ეროვნულ ინდუსტრიასთან (საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
|
წინარე ცოდნა
|
ქართული ენა და ლიტ. - მოსწავლებს შესწავლილი აქვთ სხვასასხვა ეპოქაში
შექმნილი ნაწარმოებები,რომელშიც ღვინოსა
და მევენახეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.გამომუშავებული აქვთ დიალოგისა და
მსჯელობის უნარ-ჩვევები,იციან მცირე ესეს შექმნა.წინaსწარ დაყოფილი არიან ჯგუფებად .
გეოგრაფია - მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ საქართველოსა და საზღვარგარეთის
ქვეყნების მოსახლეობა, კულტურა,სოფლის-მეურნეობა
და ა.შ.
|
გაკვეთილის თემა
|
ქართული ენა და ლიტერატურა „ღვინო და მევენახეობა ქართულ მწერლობაში“
გეოგრაფია-„ვაზი და მევენახეობა“(საქართველო და მსოფლიო
|
გაკვეთილის მოკლე სცენარი
|
კლასის ორგანიზeბა; ( 2წთ).
წინარე ცოდნის შემოწმება (კითხვა-პასუხი 3 წუთი);
მოსწავლეები წინასწარ დავყავით
ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანას (საქართველო,საფრანგეთი,საბერძნეთი,იტალია)
ზეპირი პრეზენტაციისათვის მოსწავლეებს ეძლევათ 12 წუთი (თითოეულ ჯგუფს 3 წუთი).
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი,იმსჯელებენ, შეაჯამებენ საკუთარსა
თუ მეგობრის ნამუშევარზე. ( 8 წუთი )
ამის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ეძლევა დავალება წარმოადგინოს მცირე ესე
„ღვინო და მევენახეობა“(მოსწავლეებმა წინაწარ იციან მცირე ესეს შეფასების კრიტერიუმები),
( 10 წუთი);
პირველი ხუთი ნამუშევარი გასწორდება კლასში ეფასების მცირე ესეს შეფასების კრიტერიუმების
მიხედვით( 8 წუთი); დანარჩენ ნამუშევრებს შევამოწმებ და მოსწავლეებს შედეგებს შემდეგ გაკვეთილზე მოვახსენებ.
ინდივიდუალური შეფასება (2წუთი)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელოები :ქართული ენა და ლიტერატურა V-Xკლ;
საზღვარგარეთის ლიტერატურა;
გეოგრაფია - V-Xკლ
ინტერნეტ რესურსები; ვებმისამართები googl, com; Wikipedia.org;
Wikipedia.ka; რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
ერთი ლეპტოპი და პროექტორი;
რვეული,კალამი,დაფა,ცარცი.
|
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
ინდიკატორები
კრიტერიუმები |
დაბალი
1-3 |
საშუალოზე დაბალი
4-5 |
საშუალოზე მაღალი 6-8
|
მაღალი
9-10
|
ქულა
|
1. მსჯელობის
უნარი
|
|||||
2. გაკვეთილზე
ჩართულობა
|
|||||
3. ისტ-ს ეფექტურად
გამოყენება
|
|||||
4. მოძიებული
ინფორმაცის დავალებასთან შესაბამისობა
|
ესეს შეფასების რუბრიკა
#
|
შესაბამისობა დავალების მოთხოვნასთან
|
ლოგიკური თანმიმდევრობა
|
ლეკსიკური მარაგი
|
გრამატიკული სისწორე და მრავალფეროვნება
|
10 ქ.
|
ნაწერი ძალიან
კარგია: დავალების მოთხოვნას პასუხობს სრულად და ამომწურავად.
არგუმენტები ამომწურავია.
|
ნაწერის აგებულება
ძალიან კარგია,ლოგიკური და თანმიმდევრულია. მაკავშირებლები სწორადაა გამოყენებული.
|
ლექსიკა მდიდარი
და მრავალფეროვანია; პასუხობს მოთხოვნებს; შეცდომა იშვიათია; გამდიდრებულია ციტატებით.
|
გამოყენებულია
მდიდარი გრამატიკული სტრუქტურები; შეცდომების რაოდენობა ძალიან მცირეა.
|
8–9 ქ.
|
ნაწერი კარგია:
დავალების მოთხოვნას პასუობს, თუმცა ზოგჯერ ინფორმაცია არასრული ან შეუსაბამოა.
არგუმენტები მკაფიოა, თუმცა არ არის ამომწურავი.
|
ნაწერის აგებულება
კარგია, თუმცა ზოგჯერ არ არის დაცული ლოგიკური თანმიმდევრობა.
|
ლექსიკა კარგია;
პასუხობს მოთხოვნებს, თუმცა ზოგჯერ სიტყვებს არაადეკვატურად იყენებს.
|
გამოყენებულია
საშუალო სირთულის გრამატიკული სტრუქტურები. დაშვებულია რამდენიმე შეცდომა, რომელიც
აზრის გაგებას ხელს არ უშლის.
|
6–7 ქ
|
ნაწერი საშუალო
დონისაა: დავალების მოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივ; ინფორმაცია უმეტესად არასრული
ან ბუნდოვანია; არგუმენტები მოკლეა ან შეუსაბამო და ბუნდოვანი.
|
ნაწერი უმეტესად
არ არის ლოგიკურად თანმიმდევრული; წინადადებები ერთმანეთს ცუდად უკავშირდება.
|
ლექსიკა ერთფეროვანი
და ძირითადად მარტივია; ხშირია სიტყვების არაადეკვატურად გამოყენების შემთხვევები.
|
დაშვებულია
რამდენიმე მნიშვნელოვანი გრამატიკული შეცდომა, რომელიც ზოგჯერ აზრის გაგებას
ხელს უშლის.
|
1–5 ქ
|
ნაწერი სუსტია:
საკითხი მხოლოდ გაკვრით არის განხილული; აზრის მიყოლა ჭირს, არგუმენტები გაუგებარია
ან არ არის მოცემული.
|
ნაწერი გაბმულად
არ იკითხება; არ არის ლოგიკურად თანმიმდევრული.
|
ძირითადად გამოყენებულია
მარტივი ან არაადეკვატური ლექსიკა.
|
გრამატიკული
შეცდომები ხშირია, რაც ხელს უშლის აზრის გაგებას.
|
ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას ვითვალისწინებ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა
და ამოცანებს:
ქართ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია
მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ.X. 4. მოსწავლეს შეუძლია
თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების
გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა
მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
გეო.X.3. მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების
კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.
გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს
ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების
მიზეზებზე.
გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია
გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს:
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი
მსჯელობა და აღქმა;
● რთული
არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა
სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი
კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის
კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების
გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო
მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი:
მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) მიმართულება: ზეპირმეტყველება:
ა.გ) სამეტყველო ქცევის
წარმართვა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით. საკომუნიკაციო
სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და
აუდიტორიაზე ზემოქმედების
ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური
გამოყენება;
ა.ზ) სხვადასხვა სახის
არამხატვრული ტექსტის მიზნის განსაზღვრა და შეფასება მიზნისა და
აუდიტორიის გათვალისწინებით;
ა.ი) კითხვის სტრატეგიების
გამოყენება (საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროში;
ტექსტებში მოწოდებული
ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება; მარკირების სისტემის
გამოყენება; სქემების,
დიაგრამების, ცნებათა განმარტებების და ა.შ. გამოყენება
მნიშვნელოვანი ინფორმაციისა
და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად; ტექსტიდან
სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისა
და ლექსიკური ერთეულების მონიშვნა/ამოწერა).
ბ) მიმართულება: კითხვა:
ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის
ტექსტებში ასახული პრობლემატიკის, თემებისა და იდეების
გაანალიზება და შედარება
ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის
გათვალისწინებით;
გ) მიმართულება: წერა:
გ.ა) წერილობითი ტექსტების
შექმნა სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის,
შესაბამისი სტრუქტურული
მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით
(აკადემიური წერა – თეზისის
ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობის წარმოება,
ტექსტის შესავალი და დასკვნითი
ნაწილების ფორმულირება,
კონტრარგუმენტის/ანტითეზისის
არგუმენტაციასა და თეზისთან დაპირისპირება,
შესაბამისი ლექსიკისა
და სტილის გამოყენება; მხატვრული წერა – სათქმელის მხატვრული
ფორმით გამოსახვა, სიუჟეტის
აგება, პერსონაჟის დახასიათება, გარემოს აღწერა და
მხატვრული გამოსახვის
ხერხების გამოყენება; ესეს ტიპის რეფლექსიის დაწერა, სადაც
წარმოდგენილი იქნება განსახილველი
საკითხი, ავტორისეული მოსაზრებები,
შთაბეჭდილებები და შეფასებები
საკითხთან დაკავშირებით; ოფიციალურ-საქმიანი ტექსტის
შექმნა სათანადო მოდელების
გამოყენებით, ოქმების, ანგარიშის ფორმატის დაცვით,
პროფესიული ტერმინოლოგიის
გამოყენებით; რეფერატის შედგენა, თემების შერჩევა
რეფერირებისათვის, ანალიზის
შესაბამის ფორმატში დაწერა, წყაროების, ავტორის შესახებ
ცნობების, გამოცემის დროისა
და ადგილის მითითებით).
მუხლი 32. საბაზო ან/და საშუალო
საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ბ) ქართული ენისა და
ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი
სასწავლო გეგმის შედგენა,
სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და
რომელიც ითვალისწინებს
მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს,
შეხედულებებსა და გამოცდილებას;
ა) სასწავლო პროცესის
დაგეგმვა:
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ბ) ისეთი აქტივობებისა
და მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
მოტივირებას ზეპირ თუ
წერით აქტივობაში ჩასაბმელად, ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად:
მოსწავლეთა შესაძლებლობებისა
და ინტერესების გათვალისწინება, თვითგამოხატვისა და
არჩევანის საშუალების
მიცემა წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება:
ვარაუდების გამოთქმა,
შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან
დაკავშირება, მოსწავლის
ცოდნის გააქტიურება, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა,
მოსმენილის/წაკითხულის
ირგვლივ აზრის გამოთქმისა და დისკუსიის წახალისება და სხვა;
გაკვეთილის დასაწყისში თითოეული
მოსწავლე გაეცნო გაკვეთილის
სასწავლო მიზანს. გაკვეთილის მიზანში ჩანდა საგანთაშორისი ინტეგრაცია.
აქტივობები მიზნის შესაბამისი იყო.მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ერთი
და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით შეესწავლათ და ისე მოეხდინათ ცოდნის
სინთეზი.მოსწავლეებს მიეცათ საშუალება,საკითხების შეჯამებისას წინარე ცოდნა
გამოეყენებინათ.
მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს მიაღწიეს გეგმით
გათვალისწინებულ მიზანს: კერძოდ, მათ განცდილი შთაბეჭდილება გადაიტანეს ქაღლდზე,რაც ხელს შეუწყობს შეძენილი
ცოდნის ხანგრძლივად დარჩენას მათ მეხსიერებაში. თითოეულ მოსწავლეს ინფორმაციის მოძიების, მისი წარდგენის, დიალოგის, მსჯელობის, შედარების, ანალიზის
უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყო ხელი ინტეგრირებულმა გაკვეთილმა.თანდათან შეიმჩნეოდა წინსვლა მუშაობაში.
შესაძლებელია მუშაობის პროცესში თავი ეჩინა სირთულეებს. იყო საშიშროება ქართველ მწერალთა ნაწარმოებებიდან
მოძიებული მასალა მწირი ყოფილიყო და უინტერესოდ წარმართულიყო პრზენტაციადა და კიდევ ერთი, ქალაქში
მცხოვრები 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის რთულია იმის აღქმა ,რატომ და რისთვის
უნდა იშრომოს მევენახემ იმდენი,როცა რისკი დიდია ,შესაძლებელია ამინდმა არ გაუმართლოს
და რთვლამდე ვენახი განადგურდეს.
საბედნიეროდ,ჩვენმა მოსწავლეებმა უამრავი მასალის გაცნობის შედეგად თავად მოინდომეს
მომავალ წლის შემოდგომაზე გლეხებთან ერთად რთველში მონაწილეობის მიღება,
Комментариев нет:
Отправить комментарий