| |||||||||||||||||||||||||||||||||
|
Nino Lomsadze · Following · Ilia State University
dzalian kargi proeqtia, mec vmushaobdi wlebis win aset bavshvebtan, dzalian daexmareba shens mier shemushavebuli gegma pedagogebs, madloba shen, manana, aseti pedagogi rom yavxar saqartvelos..Reply · Like · 2 · Follow Post · October 24, 2014 at 4:56pm
Nana Amiranashvili · Tbilisi State University
manana,inkluziur ganatlebastan dakavshirebit,zustad drouli da gonivrulia sheni mxridan aseti gzamkvlevis shedgena im pedagogebistvis,romlebic dakavebulebi arian specialuri sascavlo sachiroebis mqone moscavleebis ganatlebit.imedi maqvs,yuradgebit moekidebian shens nashroms,radgan macshi zustadaa gatvlili aset moscavleebtan mushaobis gegma da did daxmarebas gaucevs im pedagogebs vinc aseti scavlebit arin dakavebulebi.....yochag chemo megobaro, namdvilad misagebi da mosaconia sheni rchevebiReply · Like · 1 · Follow Post · October 22, 2014 at 3:44pm
Nana Amiranashvili · Tbilisi State University
manana,inkluziur ganatlebastan dakavshirebit,zustad drouli da gonivrulia sheni mxridan aseti gzamkvlevis shedgena im pedagogebistvis,romlebic dakavebulebi arian specialuri sascavlo sachiroebis mqone moscavleebis ganatlebit.imedi maqvs,yuradgebit moekidebian shens nashroms,radgan macshi zustadaa gatvlili aset moscavleebtan mushaobis gegma da did daxmarebas gaucevs im pedagogebs vinc aseti scavlebit arin dakavebulebi.....yochag chemo megobaro, namdvilad misagebi da mosaconia sheni rchevebiReply · Like · Follow Post · October 22, 2014 at 3:43pm
Natalia Chckaidze · Following · Works at Тбилисский государственный университет
arachveulebrivia,manana, yvela skolas yavs aseti bavshvebi da matze zrunva aucilebelia, isini chveulebrivi programit verasdros iscavlian da atestatsac formalurad miigeben.Reply · Like · Follow Post · October 17, 2014 at 12:50pm
Veriko Veriko · TSU
ძალიან კარგი დახმარებაა პედაგოგებისთვის, რომელთაც სსმ მოსწავლეები გვყავს, მადლობა, მანანა მასწავლებელო, დაუვიწყარია თქვენი გაკვეთილები ჩემთვის, თქვენ ჩემი სპეციალობის არჩევაში დიდი წვლილი მიგიძღვით. ვამაყობ,რომ 124–ე სკოლელი ვარ და თქვენი მოსწავლე ვიყავი:)Reply · Like · Follow Post · Edited · January 16 at 1:23am
Qetevan Fxovelishvili · Top Commenter · Pushkinis pedagogiuri instituti
აუცილებლად გავითვალისწინებ, დიდი მადლობაReply · Like · Follow Post · October 24, 2014 at 8:22pm
გაკვეთილების ცხრილი თქვენ იმყოფებით: სამასწავლებლო გაკვეთილების ცხრილი ორიენტირებული კითხვა. მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ავტორი: მანანა ბაქრაძე
ორიენტირებული კითხვა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას გულისხმობს და მოიცავს კითხვის სამივე ფაზას: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ.პირველ ფაზაში მასწავლებელი აქტიურ როლს ასრულებს, რათა მოსწავლეები სათანადოდ მოემზადონ კითხვის დასაწყებად. ამ ფაზაში მოსწავლეები ააქტიურებენ წინარე ცოდნას, განიხილავენ ტექსტის მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებს (სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს), აყალიბებენ ტექსტის წაკითხვის მიზანს, დემონსტრირებისა და პრაქტიკული ვარჯიშის გზით ივითარებენ ეფექტური კითხვისა და გაგებისთვის საჭირო უნარებს. კითხვის პროცესში, მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების მეშვეობით, მოსწავლეები ცდილობენ გააკონტროლონ გაგების პროცესი. ამ ფაზაში ისინი მიმართავენ გაგებისთვის საჭირო ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა წაკითხულის შეჯამება, დასკვნის გამოტანა, კითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა და ა.შ. ასევე, ცდილობენ გაარკვიონ, რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა.წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი უძღვება დისკუსიას, რომელიც მოცემული ტექსტის წაკითხვის თავდაპირველ მიზანზეა ფოკუსირებული.
ორიენტირებული კითხვის მეთოდი შემდეგი ძირითადი საფეხურების გავლას გულისხმობს:
1. შესავალი:რა იცით ამ საკითხის შესახებ?ვარაუდების გამოთქმა:რას გეუბნებათ სათაური?რას შეეხება ეს ტექსტი?რატომ გგონიათ ასე?რას გეუბნებათ ტექსტში მოცემული ილუსტრაციები?რას მოგვითხრობს ეს ტექსტი? რატომ მიგაჩნიათ ასე?ვარაუდის დასაბუთება ან მოდიფიცირება:ახლა რას ფიქრობთ?რას გრძნობთ და რატომ გაგიჩნდათ ეს განცდა?შეგიძლიათ თუ არა, დაასაბუთოთ თქვენი ვარაუდი?ხომ არ შეცვლით ვარაუდს?რა მოხდება ამის შემდეგ? რატომ გგონიათ ასე?გააზრება, რეფლექსია:თქვენი ვარაუდის დასააბუთებლად რომელ ადგილს მოიშველიებთ ტექსტიდან?
ორიენტირებული კითხვის მეთოდი ეხმარება როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელსაც: მასწავლებელს ის საშუალებას აძლევს, ყველა დონის მოსწავლეს გაააზრებინოს და დაამუშავებინოს თუნდაც რთული ტექსტი; მოსწავლე გაკვეთილის ბოლომდე გატაცებულ მკითხველად რჩება.ორიენტირებული კითხვა ხელს უწყობს მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას - ისინი სწავლობენ კითხვის დასმას, ვარაუდის გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს მეთოდი გამოიყენება როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.მაგალითად ავიღოთ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი".მასწავლებელმა ტექსტი წინასწარ რამდენიმე ნაწილად უნდა დაყოს. მნიშვნელოვანია, ტექსტი გაწყდეს საკვანძო საკითხთან, რათა მოსწავლეებმა ივარაუდონ, რა მოხდება მომდევნო მონაკვეთში.გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აკეთებს მოკლე მიმოხილვას ავტორის შესახებ (ეთმობა არა უმეტეს 5 წუთისა).ამის შემდეგ მოსწავლეთა გამოწვევის მიზნით მან შეიძლება გამოიყენოს აქტივობა „ლექსიკური ერთეულებით ამბის შედგენა": ტექსტიდან არჩევს 4-5 სიტყვას, რომლებიც ამოკრებილია შეძლებისდაგვარად ზუსტი ვარაუდების მისანიშნებლად, მაგრამ, ამავე დროს, არ ამჟღავნებს ნაწარმოების საიდუმლოს; ჩამოწერს ამ სიტყვებს დაფაზე (მაგ.: შვლის ნუკრი, ლეგა ფრინველი, ტყე, მონადირე, სისხლი) და სთხოვს მოსწავლეებს, 5 წუთის განმავლობაში შეთხზან პატარა ამბავი და შეურჩიონ სათაური. დავალება სრულდება ინდივიდუალურად ან წყვილებში. დრო რომ ამოიწურება, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, სურვილისამებრ, წაუკითხონ თავიანთი ნამუშევარი თანაკლასელებს. შეიძლება რამდენიმე ნამუშევრის წაკითხვაც (ეთმობა 7-10 წუთი). ამის შემდეგ მასწავლებელი ამცნობს მოსწავლეებს, რომ დღეს გამოიყენებენ „ვარაუდების სქემას". სქემა დაფაზეა გაკრული და მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ის რვეულში გადაიხაზონ.მეთოდის პრინციპის შესახებ მოსწავლეები წინასწარ არიან ინფორმირებულნი და იციან, რას მოიცავს თითოეული ფაზა, რას ნიშნავს „ვარაუდების სქემა" და როგორ უნდა იმუშაონ მასზე.შემდეგ მასწავლებელი უკითხავს სათაურს: „შვლის ნუკრის ნაამბობი", - და სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ, რაზე იქნება საუბარი ამ მოთხრობაში. მოსწავლეები ეტაპობრივად კითხულობენ ტექსტის თითოეულ მონაკვეთს და ავსებენ სქემას.შეიძლება, მათ ასეთი მარტივი სქემაც შევთავაზოთ:
მონაკვეთებიროგორ ფიქრობთ, რა მოხდება?რატომ გგონიათ ასე?სინამდვილეში რა მოხდა?სათაურიIმონაკვეთის წაკითხვის შემდეგIIმონაკვეთის წაკითხვის შემდეგIIIმონაკვეთის წაკითხვის შემდეგIVმონაკვეთის წაკითხვის შემდეგ
ორიენტირებული კითხვის მეთოდი საშუალებას იძლევა, მივიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნები და შედეგები, კერძოდ:* მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს;* გადმოსცემს მათ შინაარსს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ;* თხზავს და წერილობით გადმოსცემს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს;* კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას;* ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.
მანანა ბაქრაძე - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიგამოყენებული ლიტერატურა:1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის". მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012)2. სწავლება და შეფასება - დამხმარე სახელმძღვანელო (II), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2008.3. ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012- Manana Bakradze · Works at Skola
გმადლობთ,ჩემო ასმათ! :)Reply · Like · Unfollow Post · October 31, 2014 at 1:07pm
ასა ასი · სდასუ (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი)
ჩვენი სკოლა ბედნიერია, რომ თქვენისთანა კრეატიული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰყავს მანანა. თითოეული სტატია ყურადსაღები და გასათვალისწინებელია იმ კოლეგების მიერ, რომლებიც პრაქტიკულად არ იყენებენ ამ მეთოდებს საგაკვეთილო პროცესში. გისურვებთ შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს!
გაკვეთილების ცხრილი თქვენ იმყოფებით: სამასწავლებლო გაკვეთილების ცხრილი „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ - მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ავტორი: მანანა ბაქრაძე
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და გაუზიაროს სხვებს.ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს ანალიტიკური აზროვნება, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა:I. დაფიქრდი - მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე;II. დაწყვილდი - მოსწავლეები წყვილდებიან და განიხილავენ მოფიქრებულ საკითხს;III. გაუზიარე - მოსწავლეები წყვილებში განხილულ საკითხს კლასს უზიარებენ.ამ მეთოდის გამოყენება სწავლების ყველა საფეხურზე შეიძლება. ის შეგვიძლია მოვარგოთ სხვადასხვა ხასიათის ნაწარმოებს. გამოიყენება წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ.იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად შეძლონ ამ მეთოდის დახმარებით ტექსტის დამუშავება, ვესაუბროთ მათ მეთოდის შესახებ, ავუხსნათ, რომ იგი სამი საფეხურისგან შედგება და განვუმარტოთ, რას მოიცავს თითოეული საფეხური.თავდაპირველად ვარჩევთ ტექსტს, დავსვამთ კითხვას გამოწვევისთვის, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შესასწავლ საკითხს.კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძიება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზანი, ხოლო მასწავლებელს - განსაზღვროს მოსწავლის გაგების დონე.თუმცა კითხვის დასმას თან ახლავს ორი სირთულე:1. კითხვაზე პასუხს სცემენ აქტიური მოსწავლეები, მორცხვები და პასიურები კი, როგორც წესი, თვალს არიდებენ მასწავლებელს.2. პასუხის მოსაფიქრებლად არასწორად განსაზღვრული დრო: კითხვის დასმის შემდეგ მასწავლებელი დაახლოებით ერთი წამის შემდეგ ითხოვს პასუხს; როგორც კი ერთ-ერთ მოსწავლეს გამოიძახებს, დანარჩენები წყვეტენ ფიქრს.მასწავლებელს ამ ორი პრობლემის მოგვარებას გაუადვილებს მეთოდი „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე".მეთოდის სპეციფიკიდან გამომდინარე (იმის გათვალისწინებით, რომ პასუხს თავდაპირველად მეწყვილეს უზიარებს, მერე კი - მთელ კლასს), მოსწავლეს ეკისრება პასუხისმგებლობა მეწყვილისა და კლასის წინაშე.გამოყოფილი დროის შემდეგ მოსწავლე ან მისი მეწყვილე ვალდებული არიან, წარადგინონ როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის ნააზრევი. აქედან გამომდინარე, ეს მეთოდი ყველა მოსწავლეს აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში.დაფიქრდიპირველ ეტაპზე მოსწავლეები ფიქრობენ თავიანთ პასუხზე. ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია ე. წ. „ჩუმი ფიქრისათვის", რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, კარგად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს პასუხი. კითხვის სირთულიდან გამომდინარე, მოსწავლეს მოსაფიქრებლად შეიძლება მიეცეს 10 წამიდან 2 წუთამდე.მოსწავლე პასუხის ჩამოყალიბებას ცდილობს არსებული (წინარე) ცოდნის გააქტიურებით.ამ საფეხურზე მოსწავლეებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი ცდილობენ, კარგად ჩამოაყალიბონ სათქმელი, ვიდრე დაიწყებენ პარტნიორთან დისკუსიას.ამ დროს მასწავლებელს შეუძლია, იაროს კლასში და დააკვირდეს, რას წერენ (იმ შემთხვევაში, თუ მუშაობენ სამუშაო ფურცელზე) ან მოუსმინოს მათ საუბარს, რათა გაარკვიოს, რომელ მათგანს ესმის კითხვის არსი. ეს მოსწავლეებს გაუქარწყლებს სურვილს, ისხდნენ პასიურად, მეწყვილის ნამუშევრის იმედად.მოსწავლეებს აზრის გამოხატვა წერილობითაც შეუძლიათ. ამისთვის მასწავლებელი იყენებს სამუშაო ფურცელს, რომელიც მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგდებათ. გაზიარების ეტაპზე მათ სწორედ ამ ფურცელზე დაყრდნობით შეუძლიათ პრეზენტაცია. ფურცელს შეიძლება ანგარიშის სახე მიეცეს, რაც მასწავლებელს გამოადგება მოსწავლეთა საბოლოო შეფასებისას.სამუშაო ფურცელი
კითხვამე რა ვიფიქრემეწყვილემ რა იფიქრარა გავუზიარეთ ერთმანეთს
დაწყვილდიშემდეგ მოსწავლე უწყვილდება გვერდით მჯდომს ან ერთიანდება ჯგუფში.მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს წყვილებში მომუშავე მოსწავლეთა ვინაობა.დაახლოებით 1-3 წუთის განმავლობაში მოსწავლეები განიხილავენ თავიანთ იდეებს. საუბრის დროს ისინი ხელახლა ფიქრობენ და ებადებათ ახალი იდეები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლე, რომელიც სიმორცხვის გამო თავს იკავებდა პასუხის გაცემისაგან, მეწყვილესთან მაინც განიხილავს თავის იდეას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მოსწავლე გახდეს უფრო თავდაჯერებული და თავის შეხედულებაზე თამამად ისაუბროს.თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ წყვილებში მუშაობის დროს რომელიმე მოსწავლე დიალოგში ერთპიროვნულად დომინირებს, უნდა ჩაერიოს, რეგლამენტის რეჟიმზე გადაიყვანოს. ამ შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს განსაზღვრული სალაპარაკო დრო ეძლევა.გაუზიარემას შემდეგ, რაც წყვილები ერთმანეთის პასუხს მოისმენენ (რასაც3 წუთზე მეტი დრო არ უნდა დაეთმოს), მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი აზრი კლასს გაუზიარონ.დაწყვილების შემდეგ მოსწავლეებს უფრო მეტი სურვილი აქვთ, გამოთქვან აზრი, რადგან პასუხზე პასუხისმგებლობას წყვილი იყოფს. დაწყვილების შემდეგ მოსწავლეები სათქმელს უფრო ლაკონურად აყალიბებენ, რადგან ჰქონდათ საშუალება, ემსჯელათ და განეხილათ.გაზიარებაში მათ სამუშაო ფურცელიც ეხმარება, რომელიც შეჯამებისთვის გამოადგებათ. ამ სქემას პირობითად შეიძლება ანგარიშის ფორმაც ვუწოდოთ.
მანანა ბაქრაძე - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.გამოყენებული ლიტერატურა:1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი, 20122. სწავლება და შეფასება - დამხმარე სახელმძღვანელო (II). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008
ასა ასი · სდასუ (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი)
ჩვენი სკოლა ბედნიერია, რომ თქვენისთანა კრეატიული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰყავს მანანა. თითოეული სტატია ყურადსაღები და გასათვალისწინებელია იმ კოლეგების მიერ, რომლებიც პრაქტიკულად არ იყენებენ ამ მეთოდებს საგაკვეთილო პროცესში. გისურვებთ შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს!Reply · Like · Unfollow Post · October 30, 2014 at 10:18pm
გაკვეთილების ცხრილი თქვენ იმყოფებით: სამასწავლებლო გაკვეთილების ცხრილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიები ავტორი: მანანა ბაქრაძე
მასწავლებლობა, ალბათ, არც ერთ ეპოქაში იოლი არ ყოფილა. ხიბლიც სწორედ ის არის, რომ გიწევს ამ სირთულეების დაძლევა და ახალი გამოწვევების გადალახვა. ამ მხრივ ჩვენი ეპოქა განსაკუთრებულია. ოცდამეერთე საუკუნის პედაგოგს უწევს ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ცხოვრობს ინფორმაციული ნაკადის ეპოქაში.ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია არა თეორიული ცოდნის დაუფლებაზე, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება არაერთფეროვანია.განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას. ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა და სწავლებისთვის.არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლა პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი, არღვევენ სასწავლო პროცესს და ხშირად მათი ქცევის გასაკონტროლებლად იხარჯება პედაგოგის დროის დიდი ნაწილი. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტირება და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური ტექსტები.ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. საგნების სწავლება, სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.მედიაწიგნიერება ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, გამოუმუშავებს მათ ძიებისა და მოძიებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარ-ჩვევას.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ტრადიციულ ტექსტებთან ერთად თუ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მულტიმედიურ ტექსტებს (ტექსტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვანსა და ვიზუალურ საშუალებებს) გამოიყენებს, ექნება უფრო ეფექტური გაკვეთილი, მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან და პედაგოგიც მიზანს მარტივად მიაღწევს.თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლე თავიდანვე მივაჩვიოთ, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალი ფორმის მულტიმედია-ტექსტების აღქმა-გააზრებას, ინტერპრეტირებას; მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირებას, რომელიც ხელს შეუწყობს მის მიერ სწორი არჩევნის გაკეთებას, მიღებული ინფორმაციის „გაფილტვრასა" და კრიტიკულად შეფასებას.ყველა პედაგოგმა იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგზე, რომელიც იზომება ინდიკატორებით. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. შედეგზე გასასვლელად მასწავლებელს მოუწევს არა მკაცრად რეგლამენტირებული, არამედ რეკომენდებული შინაარსი. სწორედ ამ გამოწვევების ეფექტურად დაძლევაში პედაგოგს დაეხმარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ეფექტურია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა რესურსის გარდა, სასწავლო მასალის შესაბამისად მოამზადოს მრავალფეროვანი ელექტრონული მასალა. მაგალითისათვის განვიხილოთ ელექტრონული წიგნი, რომლის შესაქმნელად ვიყენებთ პროგრამა PowerPoint-ს ამისათვის, პირველ რიგში, სასწავლო მასალის შესაბამისად ვარჩევთ ტექნიკურ პარამეტრებს (რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსის შექმნის დროს), ტექსტს, პერსონაჟებს.მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა სკოლაში მდიდარ მხატვრულ თუ არამხატვრულ ტექსტებს ეფუძნება. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ ტექსტის დამოუკიდებლად შედგენას, მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს, რათა შეძლონ დამოუკიდებლად (პოზიციისა და შეფასების) თავისუფლად გამოხატვა. პერსონაჟების, ფონისა და ტექსტის შერჩევის შემდეგ სლაიდებზე განვალაგებთ ტექსტურ მასალას, ეს პროგრამა იმდენად ეფექტურია, რომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩავრთოთ ტექსტის შესაბამისი ვიდეო ან ტექსტის სრულყოფის მიზნით გამოვიყენოთ ვიდეომასალა.მაგალითად განვიხილოთ აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული წიგნების გამოყენებით ისეთი საკითხის სწავლას, როგორიცაა მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა. მეთოდები, რომლებიც მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას უკავშირდება, შეიძლება სწავლის „ქვაკუთხედად" ჩაითვალოს.მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას თან მოსწავლეთა შორის სასარგებლო დისკუსიები და კითხვა-პასუხი ახლავს. როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად პოულობენ მსგავსებასა და განსხვავებას მათში იზრდება ცოდნის გააზრებისა და გამოყენების შესაძლებლობა. თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებში განსხვავებული იდეების სტიმულირება მოახდინოს, უნდა გამოიყენოს შესაბამისი აქტივობები.მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენის პროცესი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს და საკმაო ძალისხმევას საჭიროებს. ამ მეთოდს ოთხი სხვადასხვა ეფექტური ფორმა აქვს:1. შედარება (საგნებს ან იდეებს შორის მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესი );2. კლასიფიკაცია (საგანთა კატეგორიებად დაჯგუფების პროცესი, რომელიც ეფუძნება მათ მახასიათებლებს);3. მეტაფორები (კონკრეტულ თემაში ზოგადი ან საბაზო პარადიგმის იდენტიფიკაციის პროცესი და შემდეგ ისეთი სხვა თემის მოძიება, რომელიც სრულიად განსხვავებულია, მაგრამ იმავე, ზოგად პარადიგმას ემორჩილება);4. ანალოგიები (ცნებათა წყვილებში ურთიერთკავშირების იდენტიფიკაციის პროცესი).მერვე კლასში ისწავლება გ. ლეონიძის „მარიტა" და მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა". ორივე ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, ხშირად ვიყენებ აქტივობას, რომლის საშუალებითაც ელექტრონული წიგნების გამოყენებით ხდება მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა.კლასს ვყოფ ორ ჯგუფად:პირველ ჯგუფს ვავალებ შექმნას ელექტრონული წიგნი სოფიოს სახესა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე სლაიდი მიუძღვნან სოფიოს დახასიათებას და რამდენიმე სლაიდი ბრბოს „ფსიქოლოგიას", ანუ აღწერონ როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება, როგორია მათი: შეხედულებები, დამოკიდებულება, ქცევა, პასუხისმგებლობა).მეორე ჯგუფს ვავალებ შექმნას ელექტრონული წიგნი მარიტას სახესა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე სლაიდი მიუძღვნან სოფიოს დახასიათებას და რამდენიმე სლაიდი ბრბოს „ფსიქოლოგიას", ანუ აღწერონ როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება, როგორია მათი: შეხედულებები, დამოკიდებულება, ქცევა, პასუხისმგებლობა).პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის საშუალებით.ამის შემდეგ ორივე ჯგუფს ვავალებ მოძებნონ მსგავსება-განსხვავებები.ვფიქრობ, მასალის სწავლებისას ელექტრონული წიგნების გამოყენება ორივე მიმართულებით დაბალანსებულად უნდა გამოვიყენოთ:1.როდესაც მასწავლებელს უნდა მოსწავლეს ამ გზით მიაწოდოს რაიმე ტიპის მასალა;2.როდესაც მოსწავლე საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს და ასე ქმნის ელექტრონულ პრეზენტაციას.აღნიშნული უნარების განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს და მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდება. ასეთი გზით სწავლება მოსწავლეებს გაუადვილებთ წაკითხული ტექსტის გააზრებას, განუვითარდებათ უნარი სასწავლო საგნის შესაბამისად. სასურველია ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესსა თუ საშინაო დავალების შესრულების პროცესში, მაგრამ, როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ელექტრონულ რესურსს, ამ დროს მას უჩნდება გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც შინაგანი მოტივაციის საფუძველია.გამოყენებული ლიტერატურა:1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი;2.სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.3.„ეფექტური სწავლება სკოლაში". ავტორები: რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი, ფოლოქი. (გამომცემლობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).მანანა ბაქრაძემიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ertsulovneba&seekTime=11-03-2015+14%3A12
საგანმანათლებლო რესურსები თქვენ იმყოფებით: კედლის გაზეთი საგანმანათლებლო რესურსები მანანა ბაქრაძე-შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება სკოლაში და მისი უპირატესობა თარიღი: 09 ნოემბერი 2015 ავტორი: მანანა ბაქრაძე
განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას. ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა და სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებს განუვითაროს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა უნარ-ჩვევა.არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი სასწავლო პროცესისადმი. სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (2014), კვლევაში მონაწილე ყველა მეოთხე მასწავლებელი თავისი დროის მეოთხედს მაინც კარგავს მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე.ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.ტერმინი „შერეული სწავლება" ფართოდ გამოიყენება, იმისათვის, რომ აღიწეროს, თუ როგორ გამოიყენება ელექტრონული სწავლება ტრადიციულ სასწავლო მეთოდებთან ერთად, რათა შექმნას ახალი, თანამედროვე, თავისუფალი სწავლების მეთოდოლოგია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ერთიანდება შერეული სწავლების ბლოკში, როგორც ერთ-ერთი სასწავლო მეთოდი.I. ოქსფორდის ჯგუფმა და კინეომ 2013 წელს სხვადასხვა კომპანიაში ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ შერეული სწავლების მეთოდებს. ანგარიშის მიხედვით კვლევის შედეგად 5 მნიშვნელოვანი დასკვნა დაიდო:1. შერეული სწავლების მეთოდი არის კარგად დამკვიდრებული, მაგრამ არა აუცილებლად „კარგად შერეული";2. შერეული სწავლების მეთოდის პროგრამის შედგენისას ითვალისწინებენ სასწავლო მიზნებს;3. არსებობს ზღვარი იმ ხერხებს შორის, რასაც შერეული სწავლების დროს ვიყენებთ და ჩვენს მოლოდინებს შორის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგია ამ პროცესში;4. მათ, ვისაც სურს განახორციელოს შერეული სწავლება, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, ეს არის შერეული სწავლების სირთულე და საერთაშორისო გამოცდილების არქონა ამ მიმართულებით;5. შერეული სწავლების მეთოდს აქვს გარკვეული წარმატებები, რომელსაც მეტი სტრუქტურიზაცია სჭირდება იმისათვის, რომ სწავლება მეტად ეფექტური იყოს.II. მასაჩუსეტის ტექნილოგიური ინტიტუტის პროფესორების მიერ Jeff Pankin, John Roberts, Mike Savio 2012 წლის ივლისში გამოცემული სტატიის მიხედვით, შერეული სწავლების ბევრი განსაზღვრება არსებობს.ეს განსაზღვრება მოიცავს სწავლების სხვადასხვა მეთოდს:ლექცია; დისკუსია; გამოცდილი პრაქტიკა; კითხვა; თამაში; შემთხვევის განხილვა; სიმულაცია.რა უნდა გავითვალისწინოთ შერეული სწავლების მეთოდის გამოყენებისას?1. შერეული სწავლების მეთოდის გამოყენებისას ნათლად უნდა განვსაზღვროთ სწავლების მიზანი, შედეგები, ეფექტურობა, შესაბამისობა;2. შერეული სწავლების მეთოდი ერთ შემთხვევაში შესაძლოა წარმატებული იყოს, თუმცა სხვა შემთხვევაში წარუმატებელი აღმოჩნდეს;3. ტექნოლოგია ხელმისაწვდომი უნდა იყოს.III. Jeanne Ray, Claudia Pineiro და Pierre-François Coen-მ 2011 წელს ფრაიბურგში ეროვნული ფონდის DORE-მხარდაჭერით ჩაატარეს .კვლევის მიზანი იყო, ფრაიბურგის სკოლებში, დაედგინათ, თუ რამდენად კომფორტულია სწავლების ახალი სტრატეგიები და მეთოდები მასწავლებლებისთვის ისტ-ის ფარგლებში.მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი პრაქტიკის კვლევის ჯგუფში. ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა პრაქტიკის კვლევის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისათვის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს იწვევდა. პრაქტიკის კვლევის პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლოს-ანჟელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და USAID ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით ახორციელებენ პრაქტიკის კვლევებს დაინტერესებულ მასწავლებლებთან ერთად.პრაქტიკის კვლევა ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციული კვლევის ფორმატისგან განსხვავებულია. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კვლევის მიზანი და მისი ფორმატია. ტრადიციული კვლევის მიზანი მხოლოდ ახალი ცოდნის შექმნაა და, როგორც წესი, ტრადიციული კვლევა დასკვნების გაკეთებით ან რეკომენდაციების შემუშავებით სრულდება. პრაქტიკის კვლევაში კი მიზანი არა მარტო ახალი ცოდნის შექმნა, არამედ შედეგების გაუმჯობესებაცაა იმ ორგანიზაციაში, სადაც ეს კვლევა მიმდინარეობს. ამიტომ დიაგნოზის დასმა კვლევის პირველი ეტაპია. ამის შემდეგ, დიაგნოზიდან გამომდინარე, მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი შეიმუშავებენ ინტერვენციის გეგმას, ახორციელებენ მას და აფასებენ შედეგებს. ინტერვენცია გულისხმობს მოქმედებების განხორციელებას კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების სწავლების შედეგების, სწავლის პროცესში ჩართულობის, სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტიანობის გაზრდა და ა. შ. ყველა კვლევითი პროექტი განსხვავებულია. მიზანს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი ირჩევს.ჩვენ მიერ შერჩეული კვლევის თემა იყო „ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე". ამ შემთხვევაში ეს, ე.წ. შერეული სწავლების მეთოდს გულისხმობს, როცა მასწავლებელი ტექნოლოგიებს იყენებს სწავლის პროცესის გაძლიერებისთვის განსხვავებით ისტ-ის გამოყენების იმ მოდუსისგან, როცა ისტრესურსებს მოსწავლე იყენებს დამოუკიდებლად, მასწავლებლის გარეშე და ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის მიღმაც კი ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად ან მიღებულის გასაუმჯობესებლად.მიმოხილულ იქნა 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, გერმანია და სხვა); დამუშავებულ იქნა 20 სტატია. კვლევისათვის მოძიებულ იქნა სხვადასხვა ვიდეორესურსი, მათ შორის, edutopia.org-იდან. მიმოვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა.ისტ-ის მოხმარება დღეს სკოლებში ნაწილობრივ ხდება და შეზღუდულია სასკოლო პრაქტიკაში. უმეტესწილად საგაკვეთილო პრაქტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდად არ არის შეცვლილი იმის ფონზე, რომ პედაგოგების გარკვეულმა ნაწილმა პროფესიული თვალსაზრისით აიმაღლა კომპეტენცია.ერთ-ერთ გამონაკლისად სასკოლო პრაქტიკაში შეიძლება მოვიაზროთ საპრეზენტაციო ფორმატის powerpoint-ის მოხმარება და ინტერნეტის გარკვეულ დონეზე გამოყენება პრაქტიკაში. მთავარი პრობლემა ისტ-ის მოხმარების დროს იკვეთება სწავლების დაგეგმარებაში.რჩევა:მნიშვნელოვანია ყველა სკოლაში მოხდეს კვლევითი პრაქტიკის ინტეგრირება, რაც დაკავშირებული იქნება საგანმანათლებლო საკითხთან, მნიშვნელოვანია განათლების კვლევის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება, რისი წინაპირობაც აუცილებელია იყოს სწავლა-სწავლების პროცესში ისტ-ის გამოყენება.რატომ გვჭირდება ისტ-ი?1. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში;2. ის გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;3. ის ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.4. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.5. ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა მშობლიურ თუ უცხო ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას;6. ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.7. იგი ხელს უწყობს ციფრულ, ისევე, როგორც რაოდენობრივ წიგნიერებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.როგორ შეიძლება ჩავრთოთ ისტ-ი სასწავლო პროცესში?ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას.ეფექტურია ელექტრონული ინსტრუმენტების ჩართვა ახალი სასწავლო რესურსის შექმნაში. ტექნოლოგიების მულტიმედიური ხასიათი იძლევა საშუალებას მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მოვლენა (გარკვეულწილად მოვახდინოთ ლაბორატორიების არარსებობის კომპენსირება), ვამოგზაუროთ იმ ქვეყნებში, რომლის ენას, კულტურას, ისტორიასა თუ გეოგრაფიასაც ვასწავლით. სასურველია ისტრესურსების მაქსიმალური გამოყენება, რადგან იგი უფრო მეტია, ვიდრე ელექტრონული ფურცელი ან პლაკატი. განსხვავებით ბეჭდური პლაკატისა თუ რუკისაგან, რომლებიც მხოლოდ მასალის დემონსტრირებისთვისაა განკუთვნილი,1. კარგი იქნება მოსწავლეებისთვის ისეთი საშინაო დავალების მიცემა, რომ მათ დასჭირდეთ კომპიუტერის გამოყენება, მაგ. ტესტების შევსება, ინტერნეტში მასალის მოძიება, ტექსტის დაბეჭდვა, ცხრილების და პრეზენტაციების შედგენა, კლიპის დამზადება, ელექტრონულ რუკაზე ადგილების მონიშვნა და ა.შ ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას, მოსწავლეები ხალისით იყენებენ კომპიუტერს, რომელიც მათთვის არამარტო გასართობი, არამედ თანამედროვეობის და წარმატებულობის სიმბოლოცაა. შეიძლება მოსწავლე დარჩეს გაკვეთილების შემდეგ ლაბორატორიაში სამუშაოდ და მას მიეხმაროს მასწავლებელი ან შეასრულოს დავალება სახლში, თუ ამის საშუალება აქვს. ამ შემთხვევაში დავალება შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.2. ინფორმაციული ტექნოლოგიები მეტად ეფექტური ინსტრუმენტია, პროექტზე მუშაობისას, როცა მასალები მზადდება საბოლოო პრეზენტაციისთვის. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ციფრული ტექნიკა (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, დიქტოფონი, სკანერი, პრინტერი), სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ინსტრუმენტი (საოფისე პროგრამები ტექსტების, ცხრილების და პრეზენტაციების შესაქმნელად; ფოტო, აუდიო და ვიდეო რედაქტორები; გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები რუკების დასამზადებლად; ასოციაციური რუკის შესაქმნელი პროგრამები; ინტერნეტი მასალების მოსაძიებლად, გამოსაქვეყნებლად და გასაზიარებლად და სხვ.).3. საზოგადოდ გავრცელებული პრაქტიკაა შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება, როცა ერთი თემატიკა მუშავდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში და ბოლოს ხდება განვლილი მასალის თავმოყრა, შეძენილი ცოდნისა და უნარების შეჯამება. კარგია თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი შემაჯამებელ გაკვეთილამდე განსახორციელებელი აქტივობები. ამ შემთხვევაში შეძლებს წინასწარ გაითვალისწინოს, რა ინსტრუმენტებს (მათ შორის ელექტრონულს) გამოიყენებს სწავლების პროცესში. მიმდინარე გაკვეთილების დროს ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება ისეთი თანმიმდევრობით, რომ მოსწავლე მუდმივად იღებდეს ახალ ცოდნას. მაგ. მასწავლებელმა მოსწავლეები ჯერ უნდა ამუშაოს ცხრილების, გრაფიკების ან ასოციაციური რუკების შედგენაზე, შემდეგ გაკვეთილებზე გააკეთებინოს პრეზენტაციები, ციფრული რუკები, გადაღებული ან ინტერნეტში მოძიებული სურათებით და ვიდეოებით დაამონტაჟებინოს კლიპი და ა.შ. აქტივობები ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ მოსწავლეთა მიერ რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შექმნილი მასალებით შემაჯამებელი გაკვეთილისთვის თემატიკის გარშემო შეიქმნას ერთიანი პროდუქტი.გაკვეთილის დაგეგმვის ფაზა:უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა თვითმიზანი. გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ძირითადი ფორმები:(1) მოსწავლეთა ისტ-ის კომპეტენცია; (2) მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა; (3) მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები; (4) გაკვეთილის მიმდინარეობის/მასალაზე მუშაობის ტიპი - მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული და სხვა.) და (5) სასწავლო მასალის თემატიკა.რეკომენდაცია : საკლასო მენეჯმენტი ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით:თუ გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში, სადაც კომპიუტერების საკმარისი რაოდენობაა, შეგიძლიათ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფებში ამუშაოთ. ჩვეულებრივ, მასწავლებელი ხშირად იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდს. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოსწავლეებს მუშაობისას ისეთი დავალება მიეცით, რომლის შესასრულებლად კომპიუტერის გამოყენება იქნება საჭირო; მაგალითად, წინასწარ შედგენილი ტესტის შევსება, ტექსტიდან მონაცემების ამოკრება და კითხვებზე პასუხის გაცემა, კონტურულ რუკაზე წერტილების დასმა და ა.შ.. ამ დროს მონიტორზე გამოისახება მოსწავლის მუშაობის პროცესი, ის ხდება ერთგვარი ყურადღების მობილიზატორი ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის, ყველა კარგად ხედავს გამოსახულ ტექსტს, სურათს, რუკას და უფრო ადვილად ერთვება მუშაობის პროცესში, გარდა იმისა, რომ იღებს ინფორმაციას, თავისი წვლილიც შეაქვს დავალების შესრულებაში,კომპიუტერულ ოთახში პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროექტორი. იგი ძალიან კარგი საშუალებაა მთელი კლასის ყურადღების მობილიზებისთვის. მასზე შესაძლებელია ყველა ტიპის ინფორმაციის დინამიკურად გამოსახვა. გაკვეთილის კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, მასწავლებელმა იგი შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. მაგ. პროვოცირებისას აჩვენოს სურათი, ნაწყვეტი ფილმიდან და სხვ., მინილექციის დროს გამოიყენოს მცირე პრეზენტაცია, გამოსახოს კლასში შესასრულებელი დავალება, შეფასების კრიტერიუმები, მისცეს საშუალება მოსწავლეს გამოიყენოს პროექტორი შესრულებული დავალების პრეზენტაციისათვის და ა.შ.თუ კომპიუტერულ ლაბორატორიაში გაკვეთილის ჩატარება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ კლასში ერთი კომპიუტერი და პროექტორი შეიტანოთ.თანამედროვე მასწავლებელი მუდმივად ძიების პროცესშია. როდესაც მივხვდი, რომ საჭირო იყო სწავლა-სწავლების პროცესში რაღაც შემეცვალა, რათა უფრო შედეგიანი გამხდარიყო ჩემი მუშაობა, სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, მეთანამშრომლა კვლევის ჯგუფთან. თემის განსაზღვრის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები წინასწარ დასახულ გეგმას და ვიკვლევ, რამდენად შედეგიანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. სამიზნედ ჯგუფი შევარჩიე - მე-6 და მე-10 კლასი. მათთან ვმუშაობ როგორც ცალ-ცალკე, მათთვის განკუთვნილი პროგრამით, ისე ინტეგრირებულად. მეათეკლასელები კურირებენ მეექვსე კლასელებს.ყველა პედაგოგმა იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგზე, რომელიც იზომება ინდიკატორებით. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. შედეგზე გასასვლელად მასწავლებელს მოუწევს არა მკაცრად რეგლამენტირებული, არამედ რეკომენდირებული შინაარსი. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში გვეხმარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ეფექტურია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა რესურსის გარდა, სასწავლო მასალის შესაბამისად მოამზადოს მრავალფეროვანი ელექტრონული მასალა. მაგალითისათვის განვიხილოთ ელექტრონული წიგნი, რომლის შესაქმნელად ვიყენებთ პროგრამა PowerPoint-ს. ამისათვის, პირველ რიგში, სასწავლო მასალის შესაბამისად ვარჩევთ ფონს (რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსის შექმნის დროს), ტექსტს, პერსონაჟებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა სკოლაში ეფუძნებოდეს მდიდარ მხატვრულ თუ არამხატვრულ ტექსტებს. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ ტექსტის დამოუკიდებლად შედგენას. მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს, რათა შეძლონ პოზიციისა და შეფასების თავისუფლად და დამოუკიდებლად გამოხატვა. პერსონაჟების, ფონისა და ტექსტის შერჩევის შემდეგ სლაიდებზე განვალაგებთ ტექსტურ მასალას. ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავრთოთ ტექსტის შესაბამისი ვიდეო ან ტექსტის სრულყოფის მიზნით გამოვიყენოთ ვიდეომასალა.მაგალითად განვიხილოთ აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული წიგნების გამოყენებით ისეთი საკითხის შესწავლას, როგორიცაა მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა. მეთოდები, რომლებიც მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას უკავშირდება, შეიძლება სწავლის „ქვაკუთხედად" ჩაითვალოს. მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას თან ახლავს მოსწავლეთა შორის სასარგებლო დისკუსიები და კითხვა-პასუხი. როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად პოულობენ მსგავსებასა და განსხვავებას, მათში იზრდება ცოდნის გააზრებისა და გამოყენების შესაძლებლობა. თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებში განსხვავებული იდეების სტიმულირება მოახდინოს, კლასში ისეთი აქტივობები უნდა გამოიყენოს, რომლებიც მთლიანად მოსწავლის ძალისხმევაზეა მიმართული.სამიზნედ ავიღოთ მეათე კლასი. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" შესწავლის შემდეგ აუცილებლად მიმაჩნია, ისეთი აქტივობის ჩატარება, როგორიცაა ელექტრონული წიგნების გამოყენებით მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა.კლასს ვყოფ ორ ჯგუფად: ერთ ჯგუფს ვავალებ, შექმნას ელექტრონული წიგნი თინათინის სახეზე, მეორე ჯგუფს კი - ნესტან-დარეჯანის სახეზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე ფოტო-სლაიდი მიუძღვნან თინათინს და რამდენიმე ნესტანს. აღწერონ, როგორია მათი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რა განსაზღვრავს მათ ქცევას ამა თუ იმ მომენტში, როგორია მათი პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ.).პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის საშუალებით. ამის შემდეგ ორივე ჯგუფს ვავალებ ერთმანეთის ნამუშევარში მოძებნონ მსგავსება-განსხვავებები.ვფიქრობ, მასალის სწავლებისას ელექტრონული წიგნები ორივე მიმართულებით დაბალანსებულად უნდა გამოვიყენოთ:1. როდესაც მასწავლებელს სურს ამ გზით მიაწოდოს მოსწავლეს რაიმე ტიპის მასალა;2. როდესაც მოსწავლე საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს და ასე ქმნის ელექტრონულ პრეზენტაციას.აღნიშნული უნარების განვითარება დიდად შეუწყობს ხელს და მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდება. ასეთი გზით სწავლება მოსწავლეებს გაუადვილებს წაკითხული ტექსტის გააზრებას, გამოუმუშავებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-ჩვევას. სასურველია, ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო თუ საშინაო დავალების შესრულების პროცესში. მაგრამ, როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ელექტრონულ რესურსს, ამ დროს მას უჩნდება გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც შინაგანი მოტივაციის საფუძველია.ასე რომ, თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი არ არსებობს ისტ-ისგან დამოუკიდებლად!გამოყენებული ლიტერატურა:1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი (2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული). სასწავლო გეგმების განვითარების დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები (2010წელი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;3. რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ.ფიქერინგი, ჯეინ ი, ფოლოქი. „ეფექტური სწავლება სკოლაში". მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული თარგმანი ( გამოცემის წელი: 2009);4. blended Learning at MIT (მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი)-Jeff Pankin,JohnRoberts,Mike Savio ( July 2012);5. Blended Learning Environments – Carles Dziuban;(February 10, 2011);6. University of Central Florida,Orlando,Florida;7. The problem with technology in schools-ALFONZO Porter. The Washington Post (January 28,2013)მანანა ბაქრაძე- მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий