"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

ტრენინგები

http://mananabakradz124.blogspot.com/






მოდულის მოკლე აღწერა: საგანმანათლებლო სოციალური ქსელის Edmodo-ს გამოყენება, დავალებებისა და ტესტების შექმნა და გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ვირტუალურ ბიბლიოთეკაში, ელექტრონული კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან.

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის Edmodo-ის გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.












კურსის აღწერა: პროექტზე-დაფუძნებული სწავლების მეთოდის გაცნობა და გამოყენება სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად, მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასებების დაგეგმვა და მათი ჩართვა შეფასების პროცესში, ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში,, პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეთა მიერ სასწავლო ამოცანების მიღწევის უზრუნველყოფა, ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების სტრატეგიების გასაუმჯობესებლად, ელექტრონული რესურსების მომზადება და გამოქვეყნება, პროექტის პორტფოლიოს შექმნა და გამოქვეყნება.




















ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია 

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება. ეფექტური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანი მოპალარაკებისა და ზოგადად ურთიერთობის წარმართვისათვის, ხოლო ლიდერული უნარების ცოდნა მნიშვნელოვანია ორგანიზაციისა და ჯგუფის მართვის საკითხებში. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გამოუმუშავდებათ გუნდური პრინციპების, ასერტული ქცევისა და ლიდერობის უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ მენეჯმენტის განხორციელებაში.


ტრენინგის თემატიკა:


• ლიდერობის ცნების განსაზღვრა

• ლიდერობის სტილი; ფორმალური და არაფორმალური ლიდერი
• ლიდერი-მოტივატორი, მოტივაციის თეორიის მიმოხილვა,
თეორია X და Y.Y
• წინასწარი ხედვა დროში და სწრაფ ცვილებებში სხვების გაძლიერება, ცვლილებების დანერგვა და ახლის შექმნა, ფასეულობების შექმნა და განმტკიცება
• ლიდერი და გუნდი; გუნდი და გუნდური მუშაობის არსი, განსხვავება გუნდსა და ჯგუფს შორის. გადაწყვეტილების მიღება გუნდში, გუნდის შექმნის პრინციპები. გუნდის მართვის მეთოდები, გუნდი საქართველოში
• U უორენ ბაფეტი, Mბოლ მანდეილისა და მაკ გრეგორის თეორიების მიმოხილვა,Aადამიანური ბუნების 4 ძირითადი ინტელექტი.
• კულტურა და ორგანიზაცია, ცხოვრების სტილის ცვლილება, ოკუპაციური (პროფესიონალური) ცვლილება. შიტუაციური ანალიზი და ორგანიზაციური ქცევა, ცვლილებების ლიდერი; 5 კითხვა და უკუკავშირისანალიზი

** კომუნიკაციის რაობა, არსი და მიზანი;

კომუნიკაციის მსვლელობა; ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ კომუნიკაციის პროცესზე, ბარიერები და მათი გადალახვა;
** ვერბალური და არა ვერბალური კომუნიკაცია; სხეულის ენა ანუ "Body language"
** ასერტული ქცევა და მისი მნიშვნელობა სწორი კომუნიკაციისათვის;
** NLP (ნეიროლინგვისტური პროგრამირება);







გრძელვადიანი კურსი „ქართული ენა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (VII-XIIკლასი)
1.მოდული: „ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;“
2. მოდული:“ქართული ენის  სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;“
3.მოდული: „მოსწავლეთა შეფასება ქართლ ენასა და ლიტერატურაში;“
4. მოდული: „სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის სწავლების  მეთოდები და სტრატეგიები“.





გრძელვადიანი კურსი ზოგად პროფესიულ უნარებში, (ზოგადი პროფესიული უნარები).
1.მოდული: „სწავლისა და განვითარების თეორიები  და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში;“
2.მოდული:“სასწავლო პროცესის შეფასება;“
3.მოდული: „კლასი მართვა და კონფლიქტის მოგვარების ეფექტური სტრატეგიები;“
4.მოდული: კომუნიკაციის როცესი და მოსწავლეთა მოტივაცია;“

5.სასწავლო პროცესის დაგეგმვა და  სწავლების ეფექტური სტრატეგიები.“






კინგსისა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის ახალი ერთობლივი პროექტი "განათლების თანამედროვე ტენდენციები"
1. ტრენინგი: "მასწავლების როლი მოსწავლის მოტივაციურ პროცესებზე" - ტრენერი:  მაია წერეთელი;
2. ტრენინგი: "ეფექტური უკუკავშირი" - ტრენერი: სოფიკო ლობჟანიძე


ტრენინგი: Microsoft office - საგანმანათლებლო პორტალის შესწავლა,მისი დანიშნულება და შესაძლებლობები. ტრენერი: რუსუდან გონაშვილი. ტრენინგი ორდღიანი იყო. პირველ დღეს გავიხსენეთ არსებული ცოდნა და ახალი შევისწავლეთ (Windows Training, OneDrive and Office Online (Teacher Academy), Microsoft Office Training (Word, PowerPoint, Excel), მეორე დღეს შევისწავლეთ moviemaker-ის, Sway-ს და office mix-ის მუშაობის პრინციპი.






16 აპრილს ,,კინგსმა“ და ილიას უნვერსიტეტის განათლების სკოლამ 400-მდე პედაგოგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა.  შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდა სემინარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან თემებზე.

შეხვედრა ორ სესიად ჩატარდა: პირველი სესია: მასწავლებლის თვითშეფასება - პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯი
მეორე სესია: მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში.

აღნიშნული შეხვედრა დასაწყისია ტრენინგების ციკლისა, რომელსაც „კინგსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ყოველთვიურად შესთავაზებს სკოლის მასწავლებლებს და საშუალებას მისცემს მათ, ინტერესთა მიხედვით დაკომპლექტებულ ჯგუფებში გაიარონ საგნობრივი ტრენინგები.

კინგსი ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  რეფორმას -”მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” დანერგვას. ეს სისტემური საგანმანათლებლო ცვლილება პედაგოგებს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. კინგსი ილიას სახელმფიფო უნივერსიტეტთან ერთად იზრუნებს, რომ პედაგოგებისთვის ეს პროცესი იყოს მარტივი და მათ ჰქონდეთ ამ გამოწვევების მიღებისა და დაძლევის შესაძლებლობები.



ტრენინგი - „სსსმ მოსწავლის ინტეგრირება ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში“


ინკლუზიური განათლება, მოგეხსენებათ, გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ჩართვას, მათი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება რწმენას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, საგაკვეთილო პროცესში. ყველა სკოლა ვალდებულია მიიღოს სსსმ ბავშვი, შეუქმნას მას განვითარებისათვის ყველა პირობა, შესაბამისი.  სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვამ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნამ მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა: მშობელთა უკმაყოფილება, მასწავლებელთა არასათანადო კვალიფიკაცია და არამზაობა, შესაბამისი რესურსების არქონა... სსსმ ბავშვების განსხვავებულობა მოითხოვდა განსაკუთრებულ მიდგომებს. ვშიშობდი, დაეთმობოდა თუ არა თითოეულ მოსწავლეს თანაბარი დრო და საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გასავითარებლად.ყოველივე ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე მასწავლებლის სახლის მიერ შემოთავაზებულ ტრენინგში ჩართვა. დავრეგისტრირდი და მიმდინარე სასწავლო წელს ჩავერთე  სატრენინგო კურსში  „სსსმ მოსწავკის ინტეგრირება ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში“
(ტრენერი ე.სეთურიძე).
ტრენინგის მიზნები:  
1.      გააცნოს მონაწილეებს ინკლუზიური განათლების არსი;
2.      გააცნოს მონაწილეებს ინფორმაცია განვითარების  იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით სკოლებში.
3.      გააცნოს მონაწილეებს პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები.
4.      გააცნოს მონაწილეებს პედაგოგიური შეფასების არსი, შეფასების სფეროები, ხერხები და შეფასებაში მონაწილე მხარეების როლი.
5.      დაეხმაროს მონაწილეებს დაეუფლონ ცოდნას  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის,- ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის სახეების შესახებ, განასაზღვრინოს მონაწილე პირების როლი ისგ-ს განხორციელებასა და მონიტორინგში.
6.      მისცეს მონაწილეებს თეორიული ცოდნა სწავლების ეფექტური სტრატეგიების შესახებ და გააცნოს ამ სტრატეგიების  პრაქტიკაში მორგება/გამოყენების ხერხები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე. 

რეზიუმე: ტრენინგის დაწყების წინ  გავეცანი  მოდულის  მიზანს. ტრენინგი ტექნიკურად უზრუნველყოფილი იყო.
      გავეცანი განათლების ფორმებს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის (განათლება სპეციალური პროფილის მქონე სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში),  იურიდიულ დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებს საქართველოში სსსმ მოსწავლის განათლებას, სკოლის და პედაგოგის როლს სსსმ მოსწავლის განათლებაში.შევიძინე თეორიულ ცოდნა  განვითარების დარღვევების ძირითადი  მახასიათებლების და ამ დარღვევების შემთხვევაში ეფექტური სწავლების სტრატეგიების შესახებ. გავეცანი  პრობლემური ქცევის მართვის სხვადასხვა ეფექტურ  სტრატეგიებს.
გავაცნობიერე პედაგოგიური შეფასების მნიშვნელობა და საკუთარი როლი პედაგოგიური შეფასების პროცესში. მივიღე ინფორმაციას შეფასების სფეროების და ხერხების შესახებ,
გავეცანი ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის სახეებს, ვისწავლე განვსაზღვრო,რა შემთხვევაში რომელი ადაპტაციის სახის გამოყენება იქნება საჭირო, ვაცნობიერებ საკუთარ როლს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.
ვფიქროფ, ტრენინგი  მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, რადგანაც განხილული  სტრატეგიების  გამოყენებით  მე უკვე შემიძლია  დავგეგმო  ადაპტირებული გაკვეთილები, რომელშიც როგორც მთელი კლასი, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არის მაქსიმალურად ჩართული და აქტიური.

















Комментариев нет:

Отправить комментарий