"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

etwinning




,,ციფრული  თხრობის  ეფექტურობა  სწავლა  სწავლებაში" eTwinning plus ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია გამოაცხადა 25 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით . პროგრამას: „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს.ამ პროგრამის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.
კონკურსის პირობების მიხედვით წარვადგინე   ავტობიოგრაფია (CV) და პროექტის გეგმა ინგლისურ ენაზე. შესარჩევ კონკურსში მოვიპოვე  პროექტში  მონაწილეობის უფლება. თრენინგის მონაწილენი 2016 წლის 25 მაისს შევიკრიბეთ მასწავლებელთა სახლში. პროექტის კოორდინატორმა ხატია მატკავამ გაგვაცნო იტვინინგის პროგრამა.  გაგვაცნო ქართველი მასწავლებლების  წვლილი ამ პროგრამით მუშაობააში. პროგრამის ამბასადორმა ნინო ჩხეტიამ კი წარმოგვიდგინა პრეზენტაცია:“იტვინინგის პროქეტები მასწავლებლის წარმატების გასაღები.მოვისმინეთ ამბასადორ დიმიტრი პოპოვს პრეზენტაცია:“პროექტ-გაკვეთილები და ისტ-ის ტექნოლოგიები“.ამბასადორმა ქეთევან კობახიძემ კი პრეზენტაციაში“იტვინინგი ჩვენს სკოლაში“ გაგვაცნო ის პირველი ნაბიჟები, რომელიც გადადგა მეგობრებთან ერთად  იტვინინგის პროგრამაში ჩართვისას. დაგვირიგდა სახელმძრვანელო მასალა.







 ტრენინგი etwinning-ის ფარგლებში ჩატარდა გალაკტიონ ტაბიძის N51 საჯარო სკოლაში 2016 წლის 17 და 18 ივნისს.

ტრენინგის მიზანი იყო   მასწავლებლებს  გაეცნოთ   თანამშრომლობითი,სასწავლო
ინტერნეტ-პროექტების დანიშნულება და მახასიათებლები ,  პროექტის დაგეგმვა და
მართვა, ტექნოლოგიების დახმარებით . პარტნიორების ძიება და
კომუნიკაცია   სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან,   eTwinning-ის პორტალზე
მუშაობა.
ტრენინგის მეშვეობით გავიღრმავე ცოდნა  E-Twininng-ის  პორტალის შესაძლებლობების შესახებ,შევისწავლე ევროკავშირის ქვეყნების  საგანმანათლებლო კრიტერიუმები, ამომწურავი ცოდნა მივიღე საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვის და გაწერის შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო,რომ ტრენინგზე გავიცანი ბევრი საინტერესო,კრეატიულად მოაზროვნე, აქტიური პედაგოგი .
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და მოტივაცია ახალი იდეების გან სახორციელებლად.
დავრეგისტრირდი პორტალზე,  გავერთიანდი ევროკავშირის პროექტებში,მივიღე მოწვევა ევროკავშირის ქვეყნებიდან.ამჟამად ვმონაწილეობ ორ პროექტში"My country during the Second World War"და "When is Rome" 

ვარ სხვადასხვა ჯგუფის წევრი: ETWINNING INDIVIDUĀLAIS TIEŠSAISTES KURSS - “STARPTAUTISKU PROJEKTU ORGANIZĒŠANA IZGLĪTĪBAS IESTĀDĒS”, „ICT Programmers and Experts“,„ETWINNING ARTS“, „Game-based Classroom“, „ICT & English as second language“, „WEB 2.00 Tools group“.

ვიმედოვნებ, რომ ჩემს მოსწავლეებთან, ბერძენ , რუმინელ, თურქ, ესპანელ , უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობით არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. ეს პროეტი შესანიშნავ საშუალებად მესახება მოსწავლეთა ცოდნის, პასუხისმგებლობის გრძნობის, მოტივაციის ასამაღლებლად, ხალხთა შორის მეგობრობის განსამტკიცბლად.

















ჩემი პირველი პრეზენტაცია პროექტში
"My country during the Second World War"




ტრენინგი etwinning-ის ფარგლებში ჩატარდა გალაკტიონ ტაბიძის N51 საჯარო სკოლაში 2016 წლის 13-15 ივლისს.











Комментариев нет:

Отправить комментарий