"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

პრეზენტაციები და პროექტები




ბუკლეტი
https://onedrive.live.com/redir?resid=26C22C71E7249C63!212&authkey=!ABdzAhvZERSJp7g&ithint=file%2cdoc


რა უშლის ხელს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრაციას
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა, რაც ხშირად ხელს უშლის მათ სრულფასოვან ინტეგრაციას.
მითი: დაუნის სინდრომი გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის 
სინამდვილე: დაუნის სინდრომი გენეტიკურადაა განპირობებული შემთხვევათა მხოლოდ 1 პროცენტში. დანარჩენი 99 პროცენტის შემთხვევაში კი იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.
მითიდაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ გუნება-განწყობილებას.
სინამდვილედაუნის სინდომის მქონე ადამიანები, თითოეული ჩვენგანის მსგავსად ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან და მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა თუ ადამიანებზეც როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით რეაგირებენ. მაგალითად,  დადებითად რეაგირებენ მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აღიქვამენ და  სწყინთ მათ მიმართ გამოვლენილი უხეში ან უპატივცემულო მოპყრობა
მითიდაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.  
სინამდვილედაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში.  


დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებია:



სახის ბრტყელი პროფილი — 90%
ბრაქიკეფალია (თავისქალის ანომალურად პატარა სიდიდე) — 81%
კანის ფენები კისერზე ახალდაბადებულებში — 81%
ეპიკანტუსითვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი — 80%
კუნთების დაბალი ტონუსიჰიპოტონია — 80%
სწორი კეფა — 78%
პატარა კიდურები — 70%
ბრაქიმეზოფალანგიათითების პატარა ზომა, რაც დაკავშირებულია შუმდებარე ფალანგების არასრული განვითარებით — 70%
გაღებული პირი, რაც დაკავშირებულია პასუხისმგებელი კუნთების დაბალ ტონუსთან და ნიობის განსაკუთრებულ აღნაგობასთან — 65%
კლინოდაქტილოზი, მე-5 თითზე ორი მომხრელი სახსრის ნაცვლად ერთის არსებობა — 60%
პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა — 50%
მოკლე კისერი — 50%
პატარა ცხვირი — 40%

       




დაუნის სინდრომის დროს თანდართულ                  დაავადებებს მიეკუთვნება:

გულის თანდაყოლილი მანკი
ბავშვობის პერიოდის ლეიკემია
მხედველობის და სმენის პრობლემები
საჭმლის გადამუშავების პრობლემები


    მიხეილ ჯავახიშვილის      სახელობის ქალაქ თბილისი  124-ე საჯარო სკოლის   
      X-გ კლასი
 მოსკოვის გამზირი მე-2კვ.



„ჩვენ მეტი გვინდა ვიცოდეთ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებზე”.





21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე       ბეჭდვა
21 მარტს, ასევეაღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების  ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, არამედ გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21- წყვილში, რასაც 21- წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. 21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად  შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21 ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც  წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის.



 "მეგობრები არ              ითვლიან    ქრომოსომებს"




ამერიკელი მხატვარი მაიკლ ჯონსონი


დაუნის სინდრომით არის დაავადებული. მაიკლს ხატვის ნიჭი ადრეულ ასაკშივე აღმოაჩნდა, მას ძალიან ხიბლავდა ფერები და მაიკლმა ხატვა დაიწყოდღეს ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ხატავს ყოველ დღე როგორც აკვარელით ისე ზეთით.   მაიკლი მუშაობს ძალიან ნელა და ფრთხილად. უფრო ხშირად ის ხატავს ყვავილებსა და ცხოველებს. მის ნახატებზე გამოსახულ ზოგიერთ ძაღლსა და კატას ის იცნობს კიდეც, რადგან ისინი მის მეზობლად ცხოვრობენ ან მის მეგობრებს ეკუთვნით. სხვა დანარჩენი კი მაიკლის წარმოსახვის დამსახურებაა. ის ხშირად ხატავს წიგნსა თუ კატალოგში ნანახ ისეთ სურათებსაც, რომლებიც მის ყურადღებას იპყრობს და ასევე მისი კლიენტების მიერ შეკვეთილ სურათებს. არის დღეები, როდესაც მას არ შეუძლია ხატვა, ამის გამო ის თავს ცუდად გრძნობს და ბრაზობს. მაიკლი მუშაობს თავდაუზოგავად. ის ბედნიერია და ამაყობს მაშინ, როდესაც ნახატს უკვე ჩარჩოში ჩასმულსა და კედელზე ჩამოკიდებულს ხედავს. ის თავის ნახატებს ყოველთვის აჩვენებდა სხვებს, ასეთი ადამიანების რიცხვი მალე ძალიან გაიზარდა, ამიტომაც მაიკლმა დაიწყო თავისი ნახატების სხვადასხვა ცნობილ გალერეებში გამოფენა, რამაც ხელი შეუწყო მის კარიერულ წინსვლასა და პირად განვითარებას.

ყოველ სამ წუთში, მსოფლიოს მასშტაბით, დაუნის სინდრომის მქონე ერთი ადამიანი იბადება, ყოველ 800 ბავშვში ერთს აღნიშნული დარღვევა აქვს. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში სხვა პათოლოგიებთან შედარებით, დაუნის სინდომის მქონე ბავშვების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა''...

,,ყოველ სამ წუთში''...

,,800 ბავშვში ერთს''...

,,რატომ მაინცდამაინც ჩემი შვილი''?!

ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა,ფაქტი ჯიუტი იყო... ის პატარა, მისი შვილი იყო და ამას ვეღარაფერი შეცვლიდა...

ექიმმა დედას აუხსნა,ახალშობილის განსაკუთრებულობა....

მნახველების შემკრთალ სახეებს, თვალს არიდებდნენ მშობლები... ჩვილის უცნაურ გამომეტყველებას, სახელს ვერ არქმევდა ას წელს მიღწეული დიდედა...

,,ჩვენს ჯიშსა და ჯილაგში ასეთი არავინ ყოფილაო, ალბათ რძალს ჰყავდა ვინმეო''....

ჩვილის გაზრდასთან ერთად, იზრდებოდა პრობლემებიც და მშობლებს ცხოვრება ურთულბებოდა...

უფროს დას სცხვენოდა იმის გამხელა, რომ დაუნი და ჰყავდა...

დაუნ გოგონას კი, მუდამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.... უხაროდა ყვავილების და პეპლების დანახვა...


უამრავ ინფორმაციას გაეცნო და მიხვდა, რომ ყველანი დამნაშავეები იყვნენ, მისი დის წინაშე...
- See more at: http://aianews.ge/index.php?newsid=1430#sthash.zDoN8ISf.dpuf



რა იწვევს დაუნის სინდომს


,,რა იწვევს დაუნის სინდომს - ამ კითხვაზე მეცნიერებს პასუხი ჯერ-ჯერობით არ აქვთ. ამ დიაგნოზით შვილი შეიძლება ეყოლოს სრულიად ჯანმრთელ ადამიანს. სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება და შესაბამისად, მისი განკურნება შეუძლებელია. სინდრომი არც ტკივილებს იწვევს. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა, რაც ხშირად ხელს უშლის მათ სრულფასოვან ინტეგრაციას''...


,,დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სწავლა, გართობა და მუშაობა ჩვეულებრივად შეუძლიათ. განვითარებულ ქვეყნებში დაუნის სინდორმის მქონე ბავშვები სხვებთან ერთად დადიან ბაღსა და სკოლაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ბავშვების განვითარებაზე ორი-სამი თვის ასაკიდან უნდა დაიწყოს ზრუნვა''...


Комментариев нет:

Отправить комментарий