"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

понедельник, 15 июня 2015 г.

ბლოგის სახელწოდება


რას ნიშნავს  ხვამლი?

ხვამლი ახალი ტერმინია. მას ადრე ხომლს უწოდებდნენ. სულხან-საბას ლექსიკონით ის ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ქურუმები ფლობდნენ, რომლებიც ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერი, რაც დედამიწაზე ხდება ცაზე აისახება. პოლონელი ასტროლოგის იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავასკვლავედს თუ მოვძებნით, უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ გველეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი უზის, ჰიდრას ქვემოთ არგოს თანავარსკვლავედია გვერდით კენტავრისა, რომელსაც ძველად მხედარი ერქვა.

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:„რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი.; ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.“საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა:„ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა.“ხვამლი როგორც ანტიკურ-მითოლოგიური ადგილიძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაც ზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა .შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი გრაალია ან ოქროს საწმისი ანუ ის ცოდნა რომლის დაუფლებასაც ცდილობდნენ ბერძნები. ეს კი ის ყორანია, რომელიც გულ-ღვიძლს უკორტნის კავკასიონის მთაზე მიჯაჭვულ პრომეთეს. მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე იოს დახმარებით უნდა აუყვეს მდინარე ფაზისს(რიონს), მარცხენა მხარეს მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს.ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:„ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს თანმედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტის გულ- ღვიძლს.“


https://txlishe.wordpress.com/2012/06/05/%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90/